რეგისტრირებული ფაქტები82566
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 31 იანვარს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ღ. რუხაძე და სალ. ქურიძე პოლიტიკური განათლების სამმართველოს წარმომადგენლები იყვნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის თებერვალში დაპატიმრებულმა ალექსანდრე ჯანდიერმა ივანე ექვთიმიშვილთან დაპირისპირების შემდეგ შეცვალა ჩვენება და დაადანაშაულა, რომ მან იცოდა ქაქუცას ახმეტაში გადმოსვლის შესახებ. ასევე მოჰყვა, როგორ სვამდა ექვთიმიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სადღეგრძელოს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 2 თებერვალს დაკავებული ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს „პოლიტპროსვეტის“ წინადადება საზოგადოების ახალი წესდების დაჩქარებით შესწორებისა და წარდგენის შესახებ. სხდომამ „პოლიტპროსვეტისთვის“ წესდების პროექტის წარდგენა ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის წარმოება 18 თებერვალს დასრულდა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. მას ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარება.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის მიხედვით, ის მუშაობდა გადამწერად.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე ცხოვრობდა თელავში, სოფელ საბუეში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 თებერვალს დავით ჯორჯაძე დააპატიმრეს. საბუეს მოძღვრის შვილის, ანა ვარდიაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯორჯაძემ ანა ვარდიაშვილის თხოვნით ორი კვირით შეიფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდის წევრი ვალოდია ნაზაროვი. გამოჯანმრთელების შემდეგ ნაზაროვი ტყეში დაბრუნდა. ჯორჯაძეს ჩოლოყაშვილის ბანდის სრულ ლიკვიდაციამდე იზოლაცია მიუსაჯეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 15 თებერვალს თბილისში გოგიტა ფაღავას დაპატიმრების დროს მის ბინაში აღმოაჩინეს ნოე ხომერიკის საბუთები და წერილები, მათ შორის მიმოწერა უცხოელ მენშევიკებსა და ჩოლოყაშვილის ბანდასთან, ასევე სხვა შიფრიანი ხელნაწერები.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიქაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც იპოვეს მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, მიკაელიანცის სახლში საგანგებო კომისიის მიერ აღმოჩენილი მენშევიკების არალეგალური სტამბიდან აიყვანეს გიორგი სოლომონის ძე დიღმელაშვილი (25 წლის), დავით ალექსანდრეს ძე კვიციანი (30 წლის) და მუჯირიშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 22 თებერვალს ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ბორჩალოს მაზრის პოლიტბიურომ არალეგალური პარტიული საქმიანობის ბრალდებით დააკავა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წლის 22 თებერვალს დაკავებულ ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილს ჰყავდა: მეუღლე, სონია – 24 წლის, დიასახლისი, ქ. ლუქსემბურგი. შვილები: ირაკლი – 5 წლის; გიორგი – 2 წლის.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 22 თებერვალს (სხვა საქმის მიხედვით − 14 თებერვალს) სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოფელ მელექედურში, საკუთარ ოჯახში, დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 28 თებერვალს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი თბილისში დააკავეს. მას ბრალად სასამართლო კანცელარიის ბეჭედდასმული ფურცლების დაბეჭდვა და გოგიტა ფაღავასთვის გადაცემა ედებოდა.