საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები77974

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ „კრებული“ მიიღო და სთხოვა, მე-11 წიგნი მისთვის ხელახლა გაეგზავნა.

0917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N11) დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ბაბილო მარგიანისა, თამარ კურტანიძისა, ძიკნია მდივნისა და სხვ.

1016

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძის თხზულება „სამარადისო ზღაპარი“.

1018

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ზინაიდა მიხეილის ასულ იშხანოვას ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1018

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ოლგა ნიკოლაის ასულ ბლუმს ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1018

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში რევოლუციურმა ტრიბუნალმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარისკაც ვლადიმერ წურქავას ორი თვით ციხე მიუსაჯა.

1022

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის იანვარში უნდა გამოსულიყო ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული.

1048

ტიპი: გარდაცვალება

1948 წლის პირველ იანვარს გარდაიცვალა ნინო ტატიშვილი-ყიფიანი.

1556

ტიპი: თანამდებობა

1856 წელს სვიმონ დავითის ძე ვარდოსანიძე ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1656

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1656 წელს რუსეთში მჭედელი ნიკიტა დემიდოვი დაიბადა.

1678

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1678 წელს რუსი მჭედლის, ნიკიტა დემიდოვის ვაჟი, აკინფი, დაიბადა. მან მამის საქმიანობა განაგრძო. მამა-შვილმა დემიდოვებმა დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთში მადნეულობის მრეწველობის განვითარებაში.

1750

ტიპი: თანამდებობა

1750 წელს სილვესტერ ღოღობერიძე მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1750

ტიპი: თანამდებობა

1750 წელს სილვესტერ ღოღობერიძე იმერეთის სამეფო კარის მოძღვარი იყო.

1755

ტიპი: თანამდებობა

1755 წელს სილვესტერო ღოღობერიძე იმერეთის სამეფო კარის მოძღვარი იყო.

1755

ტიპი: თანამდებობა

1755 წელს სილვესტერ ღოღობერიძე მოწამეთის მონასტრის წინამძღოლი იყო.

1756

ტიპი: თანამდებობა

1756-72 წლებში გერმანე წულუკიძე ნიკორწმინდის ტაძრის ეპისკოპოსი იყო.

1760

ტიპი: თანამდებობა

1760 წელს მარკოზ ხარაძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1762

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს უკანასკნელი მღვდელმთავარი სოფრონ წულუკიძე 1762 წელს დაიბადა.

1762

ტიპი: განათლება

1762 წელს დაბადებულმა მღვდელმთავარმა სოფრონ წულუკიძემ სასულიერო განათლება ნიკორწმინდის ტაძარში მიიღო.

1766

ტიპი: თანამდებობა

1766 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ახლად დაარსებული საირმის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

1770

ტიპი: თანამდებობა

1770-1836 წლებში სვიმონ ხარაძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1770

ტიპი: თანამდებობა

1770-1833 წლებში პეტრე კუპრაშვილი ცუცხვათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1771

ტიპი: თანამდებობა

1771 წლის 19 აგვისტოს არქიმანდრიტი სილვესტერ ღოღობერიძე საირმის მონასტრის წინამძღვარი იყო.

1773

ტიპი: თანამდებობა

1773-1841 წლებში ბართლომე გოჩელაშვილი წყნორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1773

ტიპი: თანამდებობა

1773 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ნიკორწმინდის ეკლესიის ეპისკოპოსი იყო.