რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე იმსჯელეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც ქუთაისის გიმნაზიისათვის 32 ათასი მანეთის გადაცემას ეხებოდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 მაისს ვერის რაიონის წითელი გვარდიის წევრებს აცნობეს, რომ შტაბის რიგით სხდომაზე კომისიაში, რომელიც განიხილავდა მეხუთე დესანტის ჯარისკაცი პავლე ბროძელის დაკავების საქმეს, შტაბის თავმჯდომარედ აირჩიეს სტეფან კაიტანჯიანი, მდივნად – ევგენი კალანდარიშვილი, წევრად – სოლომონ არეშიძე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტეფან კაიტანჯიანმა და მდივანმა ევგენი კალანდარიშვილმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს თბილისის გუბერნიის შრომის კომისარმა შრომის სამინისტროს ვრონსკისთვის ბოლო ხელფასის დაკავების თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გიორგი ლაფანაშვილმა ინახულა თომა ჩუბინიძე მის საცხოვრებელში მთაწმინდის უბანში, თონეთის ქუჩაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გიორგი ლაფანაშვილმა და თომა ჩუბინიძემ ინახულეს ამხ. ხანოიანი, რომელმაც ისინი შუაბაზარში მდებარე ყოფილ მანთაშევის ქარვასლაში წაიყვანა, სადაც სომხეთის ნაციონალური საბჭოს სამხედრო იარაღი ეწყო. ამ საწყობიდან ლაფანაშვილს უნდა გაეტანა სხვადასხვა სახის იარაღი
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა ისაუბრა სეიმის მიერ ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკად ძალდატანებით გამოცხადების შესახებ, ოსმალეთის ლაშქრის მოახლოვების გამო და არა ხალხის სურვილით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე ხომერიკი, გრიგოლ რცხილაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ შალვა მესხიშვილი, გერონტი ქიქოძე და ბ. პაპავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის კონსტიტუციის პროექტის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა გააკრიტიკა სერგო ჯაფარიძის გამოსვლა, განაცხადა, რომ საქართველოს ნავთობის, ოქროსა და სახელმწიფო ფულის არარსებობის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა არ შეეძლო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა ისაუბრა ფედერაციული წყობისთვის საჭირო პროცესების შესახებ. ცალკე ერთეულების დაარსება და მათი კავშირით ფედერაციული წყობის შექმნის იდეა შესაძლებლობის სიმცირის გამო მისთვის არარეალური იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ მხარი დაუჭირა ფედერაციულ წყობილებას, რადგან ამიერკავკასიის მთლიანობა მხოლოდ ამ პირობებში ესახებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა გამოთქვა აზრი, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს ლოიალური პოლიტიკა ოსმალეთის იმპერიისა და სამაჰმადიანო აღმოსავლეთის მიმართ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია ერეკლე მეფის პოლიტიკის მემკვიდრე და, შესაბამისად, რუსეთის მიმდევარი და მხარდამჭერია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფო ერთეულების კულტურული და პოლიტიკური განსხვავებულობის გამო მათი საერთო კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა და საერთო გზით განვითარება შეუძლებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიხეილ მაჩაბელმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა საკუთარი ქვეყნისათვის იმ მოწყობის ფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართველი ერის კულტურულ წინსვლას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძის ინიციატივით ორატორების სასაუბრო დრო ათი წუთით განისაზღვრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა გამოთქვა თავისი პარტიის პოზიცია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგიიყო ისეთი ცენტრის შექმნისა, რომელსაც გადაეცემოდა მნიშვნელოვანი საკითხები: საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობა, სამხედრო ძალების მოწყობა, საფინანსო საქმეების წარმართვა და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერმანიის სამხედრო უწყებისა და გერმანელთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა შორის გამართული დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა გენერალ ლოსოვთან განსახილველი ოთხი მნიშვნელოვანი საკითხი: 1. გერმანიის მხრიდან საქართველოს საერთაშორისო და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხების ხელშეწყობა; 2. გერმანიის ჯარის მოახლოება საქართელოს საზღვრებთან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; 3. გერმანიაში მყოფი ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება; 4. საჭიროების შემთხვევაში, გერმანელი ტყვეების გამოყენება ანარქიასთან საბრძოლველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საშემსრულებლო კომიტეტის ბიურომ დაადგინა, გაერკვია ტ. საღირაშვილისა და ტ. მუხარინსკის დღესასწაულებზე მუშაობისთვის დამატებითი ხელფასების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს საქართველოს რესპუბლიკის კონსულმა ბათუმში ბ. აღნიაშვილმა განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ყოფილი უფროსისთვის გიმნაზიის ბეჭდის ჩამორთმევის თხოვნით მიმართა.

