რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 25 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად ივანე მაჩაბელი დანიშნულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს საგურამოსი გამართულ სასოფლო ყრილობზე გლეხებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ილია ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეებისთვის. მათ 15 სხვა სოფელი შეუერთდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ რაფიელ ერისთავის იგავ-არაკის გამოცემის ხარჯები და საცალო ფასი დაამტკიცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების ანგარიშები ყოველთვიურად გაზეთ „დროებაში“ უნდა დაბეჭდილიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ვახტანგ თულაშვილსა და მიხეილ ბებუთაშვილს ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებზე, ასევე გლობუსებზე მოთხოვნის შესწავლა დაევალათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მოიწონა პეტრე უმიკაშვილის წინადადება ჰიგიენაზე, ფიზიოლოგიასა და მედიცინის სხვა საკითხებზე საჯარო ლექციების ჩატარების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თავად-აზნაურთა კერძო თათბირს, რომელზეც გლეხთა მოძრაობის საკითხი განიხილეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 19 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ და სერგეი მესხმა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს მიმართეს, რომ გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილიას სერგეი მესხისთვის გადაეცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების მოწვევით „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად თბილისში მიხაი ზიჩი ჩამოვიდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძე ანჩისხატის ეკლესიაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გარდაცვლილ წევრთა მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძის თაოსნობითა და მონაწილეობით ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში სტეფანე ზუბალაშვილს მოსახსენებელი პანაშვიდი გადაუხადეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის თავად-აზნაურთა საგანგებო კრების მუშაობაში. რომელზეც მიიღეს დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 25 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით მისთვის თანხის გამოყოფის შესახებ.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა პეტრე უმიკაშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიაში.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის ნოემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენის ქართულის თეატრის საქმე ...“. ეს სტატია მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქართული თეატრი, წერილი მეორე“, ხოლო ოცტომეულში – „ახალი პიესები ქართულ სცენაზე“.