საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა შეატყობინა, რომ თებერვალში მან მთავარ განყოფილებას სასამართლოში წარსადგენად ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი გაუგზავნა. ანდერძის მიხედვით, ცხინვალის განყოფილებას ორჯონიკიძემ 3 000 მანეთად შეფასებული 45 დღიური მიწა უანდერძა. 20 მარტს ანდერძს ვადა გასდიოდა, ამიტომ დედანაშვილი ბურჯანაძეს სთხოვდა, თუ მთავარ გამგეობას სასამართლოში ანდერძი არ ჰქონდა წარდგენილი, თებერვალშივე წარედგინა.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა, სთხოვდა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ თითო ეგზემპლარი გაგზავნას შემდეგი გაზეთებისთვის: „სახალხო“, „თანამედროვე აზრი“, „Кавказская речь“ და „Закавказское слово“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 თებერვალს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ „ხანუმა“ და „დედის ერთა“ ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ნიკოლოზ გოცირიძის მონაწილეობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 თებერვალს ბაქოში უნდა წარმოედგინათ „ყაჩაღები“, რომლიც მიეძღვნებოდა იუზა ზარდალიშვილს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობამ საზოგადოების მთავარგამგეობას ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოს ანგარიში გაუგზავნა. ხელს აწერს მდივანი კონტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მან ცხინვალის განყოფილებას უანდერძა 50 დღიური მიწა სოფელ წყნარში ქართული სკოლის გასახსნელად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობისა და სკოლის წლიური ანგარიში მთავარ გამგეობას გაუგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20-26 თებერვალს გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა ყვირილაში გამართეს სალიტერატურო საღამოები, რომელთა სამახსოვროდ ფოტოხელოვანმა სტეფანე გოლაძემ გადაიღო ფოტო, რომელიც გაზეთში „თეატრი და ცხოვრება" დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ჩემი პრომეთე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის მოთხრობა „მამა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „ქამანჩა და სიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი სოხუმში გაგზავნეს სამკურნალოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი შალვა დადიანის სტატიისა „ხელოვნება ეგვიპტისა, ასურეთისა და ფინიკიელებისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ს. რემონიძის (სილიბისტრო თავართქილაძის) მოთხრობისა „ჯარისკაცი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს თბილისის ახალ კლუბში ვარდენ ლორთქიფანიძეს კონცერტი უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულომ ავადმყოფი ალექსანდრე აბაშელისთვის 200 მანეთი გამოყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის „სონეტები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ერემის ძე ანთაძის მიერ ბრძოლის ველზე დაწერილი მოთხრობა „გურული სცენა“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ექიმ ივანე გომართელის რჩევით ავადმყოფი ალექსანდრე აბაშელი ორი თვით ქობულეთში უნდა წასულიყო სამკურნალოდ, შემდეგ – აბასთუმანში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში ქართული წარმოდგენების მმართველ ამხანაგობას რეჟისორ იოსებ ჟივიძის ხელმძღვანელობით უნდა წარმოედგინა პიესა „ღალატი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავლაბრის თეატრში შეიქმნა ქართული წარმოდგენების მმართველი ამხანაგობა. რეჟისორად მიიწვიეს მსახიობი იოსებ ჟივიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ ავადმყოფი ალექსანდრე აბაშელისთვის 100 მანეთი გადადო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 თებერვალს ქუთაისის თეატრში შალვა დადიანისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართათ.