საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 11 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, ერჩია, რა ზომების მიღება აჯობებდა არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მოსე ოტიას ძე მემარნიშვილი საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავად მუშაობდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ნინო სვიმონის ასულ ორბელიანის ლექსების კრებულში დაიბეჭდა ლექსი „ი. ჭავჭავაძეს“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე არქეოლოგთა მეხუთე ყრილობის ბოლო სხდომას დაესწრო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მიიღო აბდულ ხასანის ძე მიქელაძის წერილი და მის მიერ შეკრებილი არქეოლოგიური ნივთები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 ივნისს გიორგი ქართველიშვილმა ილია ჭავჭავაძეს ძმისწულის, მიხეილ ქართველიშვილის თბილისის საადგილმამულო ბანკში ბუღალტრის თანაშემწედ დანიშვნა სთხოვა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ეკატერინე ნიკოლაძის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27-30 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებას და მხარი დაუჭირა სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების – კოტე ელიოზიშვილისა და ნიკოლოზ ჯანდიერისათვის სამედიცინო განათლების მისაღებად სტიპენდიების დანიშვნას.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 2 თებერვლამდე მოურავმა მოსე ოტიას ძე მემარნიშვილმა ილია ჭავჭავაძეს საგურამოს მამულიდან ქონების დატაცების შესახებ აცნობა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად სოხუმიდან ფოთისკენ გემით გაემგზავრა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეავსო კერძო მამულის მფლობელებისთვის კანონით დამტკიცებული სავალდებულო კითხვარი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამხედრო ტაძარში ვასილი ველიჩკოს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს ეკატერინე გაბაშვილმა წერილით სთხოვა, სათავეში ჩადგომოდა სალიტერატურო ფონდს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამეურნეო ბანკის კრებაზე გამოვიდა ინიციატივით, ხარჯთაღრიცხვაში გაეთვალისწინებინათ ჯილდო მცირე სახალხო კრედიტის შესახებ საუკეთესო ბროშურის შემდგენელისთვის.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თიანეთის მაზრის უფროსმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, დროულად დაეფარა სოფელ დიღმელაურის მამულის გადასახადიდან დარჩენილი თანხა და საურავი.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ფურცელაძე დამფასებელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ბათუმის სკოლის კომიტეტის თხოვნა შენობის დასამთავრებლად საჭირო თანხის სასწავლებლის წლიური ფინანსებიდან გამოყოფის თაობაზე. 

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ავეტ ავშანოვის წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკში სახლის დაგირავების განზრახვის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 ივნისამდე გამოვიდა ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებული, რომელსაც წამძღვარებული ჰქონდა ილია ჭავჭავაძის წინასიტყვაობა „მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანისა“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავძემ მიიღო ანტონ ფურცელაძის წერილი ბაბაევის საქმის შესახებ.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წლის 25 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი გამგეობის მეოთხე წევრად აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან თავად-აზნაურთა საგანგებო თათბირზე საუბარი იყო აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ თავადაზნაურობის შეიარაღებული დაპირისპირების საჭიროებაზე. ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა, არ გადაედგათ ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 13 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ექიმი გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ბათუმის სკოლის მზრუნველად აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამთა კავშირი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 26 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთს და გერმანიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დასაწყისი“