საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპისაგან მიიღო წერილი. იგი „განდეგილის“ ინგლისურად თარგმნისა და გამოცემის ნებართვას სთხოვდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ეკატერინე გაბაშვილის წერილი, რომელიც სთხოვდა, თავად-აზნაურთა კრებაზე ქალთა სახელობო სკოლისთვის 500 მანეთის გამოყოფის საკითხი დაესვა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს პრინცმა ალექსანდრე ოლდენბურგელმა წერილით აცნობა, რომ გაგრაში დაწყებითი სკოლის დაარსებას აპირებდა და რჩევა ჰკითხა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით ვალერიან გუნიამ, პეტრე ყიფიანმა და თედო სახოკიამ საგურამოში მიაკითხეს თხოვნით, ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ლევან გორდელაძისგან დამდეგი ახალი წლის მისალოცი ღია ბარათი მიიღო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით მელიქიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა, დასწრებოდა თავად-აზნაურთა წინამძღოლებისა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას, რომელზეც სათავადაზნაურო დაწესებულების მშენებლობის პროექტები უნდა განეხილათ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო დავით სარაჯიშვილთან ბარონ დე ბაის პატივსაცემად გამართულ წვეულებას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მოურავის გიორგი გიგინაშვილის წერილი, რომელშიც თავს იმართლებდა ილიას დაუკითხავად ქვევრების გაყიდვის გამო.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილი მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად სადილზე მიიწვია.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის ოლქის საპატიო მოსამართლედ დაინიშნა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წელს საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ანდრონიკაშვილის თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძეს ორჯერ გაუხანგრძლივა შვებულება, რათა ამ კრებებზე დასწრება შესძლებოდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, შეიტანეს კორექტივები და გამგეობის წევრად ვახტანგ მუსხელიშვილი აირჩიეს.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე მეფისნაცვლის სამმართველომ გამოიძახა და ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრა. თბილისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმების გამოცხადების გამო ილია აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსი ჭიჭინაძის წერილი მიიღო ახალი მასწავლებლის მიწვევის საჭიროების შესახებ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს შემფასებელი კომისიის წევრმა ლევან ჩერქეზიშვილმა შეადგინა ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების შეფასების აქტი. დოკუმენტის მიხედვით ქონების ღირებულება 22800 მანეთი იყო.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც მიიღეს დადგენილება სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე შუამდგომლობის აღძვრის შესახებ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსის, ედუარდო როპის მიერ თბილისში გამართულ დარბაზობას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ბერლინში სამკურნალოდ წასული ანტონ ფურცელაძისაგან, რომელიც სწერდა,რომ ვარშავაში გაძარცვეს და უფულოდ დარჩა, ამიტომ სთხოვდა ორი თვის ხელფასის წინასწარ გაგზავნას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ №9-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ბევრს წყალს ჩაუვლია ქვეყანაზედ ...“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილი საზოგადოების საქმისმწარმოებლად აირჩიეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იონა მეუნარგიას წინარეხსა და თონეთში ჩასვლა და სკოლების მშენებლობის პროცესის დაწყება დაევალა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, სტეფანწმინდის მცხოვრებთა ყრილობის გადაწყვეტილება სკოლის გახსნის თაობაზე გუბერნატორისთვის დასამტკიცებლად გაეგზავნათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქართული თეატრის შესახებ“.