საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის სტატია „ვინ იყო ელ. ჩერქეზიშვილი?“

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვარს მარგარიტა ქილარჯიშვილის ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ ალექსანდრე სუმბათაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახუშტი კოტეტიშვილის სტატია „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება შალვა დადიანის სტატიისა „ხელოვნების მოკლე ისტორია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „აკაკის“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ქრისტინე დგებუაძე ავად იყო და საავადმყოფოში იწვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად ქართველი ვაჭრები ფულს აგროვებდნენ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოდპ. გ. ე. ბაბალაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ა. გაფრინდაშვილის მიერ თარგმნილი ლექსი „აჩრდილი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დ. სოლოღაშვილის სტატია „სოფელი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, მაზრის უფროსი ი. ვასაძე ხელს უწყობდა ზესტაფონში გადამწვარი თეატრის აღორძინებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ კაჭახმაძემ მიქელ-გაბრიელის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალ. ს. ლორთქიფანიძე ვაჭარი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვარს თბილისში განათლების სკოლამ გამართა აკაკი წერეთლის საღამო, რომელზეც მეოთხეკლასელმა ა. კანდელაკმა აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბ. ტურიაშვილი ვაჭარი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვარს თბილისის სახალხო სახლში კონცერტის დაწყებამდე მიხეილ კავსაძემ წაიკითხა მოხსენება „ქართული მუსიკა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვარს თბილისის სახალხო სახლში ქართველ მგალობელ-მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვარს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით გამართულ კონცერტზე ვანო უსტიაშვილმა თავისი ლექსი „ჯარისკაცი“ ფანდურზე დაამღერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარმა გიორგი კონსტანტინეს ძე ერისთავმა რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას დავალებით დაიწყო შალვა გიორგის ძე შარაშიძის პიესის „ავგაროზი“ სადეკორაციო ესკიზების ხატვა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 31 იანვარს პეტრე გაიოზის ძე გაბუნია ოსმალეთის ტერიტორიაზე მოკლეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, მთავარ გამგეობას მისწერა, საწევრო სამი მანეთიდან მანეთამდე შეემცირებინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის „სოფლის გმირები“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ ქალაქის საბჭოს თანამშრომელები: სოლომონ ყარამანის ძე ბოკუჩავა და ანტონ იოსების ძე გეგელაშვილი, ოფიცერი გიორგი იოსების ძე გაბაშვილი, ხარატი ივანე ივანეს ძე გეპნერი, რკინიგზის მოხელეები – ვლადიმერ იოსების ძე ვარდოსანიძე და აპოლონ მეთოდეს ძე ლომთაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები იყვნენ: კომერსანტი იოსებ პავლეს ძე თევზაძე, პედაგოგი კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი, ოლქის მმართველი კონსტანტინე ირაკლის ძე კალანდარიშვილი, რკინიგზის მოხელეები – ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ლუარსაბ შიოს ძე მაღრაძე, მოსე ონისიმეს ძე მოსეშვილი და გიორგი ილიას ძე მუსხელიშვილი.