რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, კავთისხევის სკოლისთვისეცნობებინათ, რომ მათი მერხები მზად იყო და შეეძლოთ წაეღოთ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს პეტერბურგის წიგნის მაღაზია „ფენუ და კორპორაციისაგან“ მიღებული წიგნების ნუსხის განხილვა და წიგნის მაღაზიის გასახსნელად პროექტის შედგენა დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 27 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის განყოფილების კრებას დაესწრო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის საოლქო სასამართლოს დადგენილებით ნაფიცი ვექილის მოვალეობისგან გაათავისუფლეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დავით მიქელაძესა და გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად სტუმრად იყო გორში და კრივის შეჯიბრებას დაესწრო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სახალხო დღესასწაულ ისპანახობას, რომელმაც მთავრობის მიერ აკრძალული ყეენობა ჩაანაცვლა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, ქუთაისის სკოლის მზრუნველთა საბჭოსგან ადგილობრივი სათავადაზნაურო სკოლის გაფართოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძესა და რაფიელ ერისთავს ბიბლიოთეკის მოსაწყობად და წიგნების მოსაპოვებლად პროექტის შედგენა დაევალათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, საზოგადოების გამოცემული და გასაყიდი წიგნების სია გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდებოდა ხოლმე.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 7 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თბილისის კომერციულ ბანკს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის გამგზავრების გამო საბანკო ქვითრებს ხელს ალექსანდრე ჭყონია მოაწერდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომაზე 1880 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 1881 წლის ხარჯთაღრიცხვა წაიკითხა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 მაისს ილია ჭავჭავაძე გრიგოლ არწრუნის თეატრში კომედია „მაჭანკლის“ პირველ წარმოდგენას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 13 ივნისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „სიჭაბუკე ბელადისა”.