რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ძიძიშვილმა ბახვის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გოცირიძეს სახალხო სცენაზე მოღვაწეობის ოცი წელი შეუსრულდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი მარიამ გარიყული ავად იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარგარიტა ქილარჯიშვილი პირველად ვლადიმერ მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამოვიდა სცენაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 ინვარს თბილისის თეატრში გაიმართა ნ. ა. გრედესკულის ლექცია „რუსეთი და მისი ერნი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით გურიაში სკოლები და სამკითხველოები გაიხსნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გურიის სკოლები არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით ორკლასიანებად გადააკეთეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად დრამატულმა საზოგადოებამ ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, შალვა ვლადიმერის ძე მესხიშვილი და ვლადიმერ ლევანის ძე გუნია აირჩია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ იაკობ ფხაკაძეს მოსკოვიდან წერილით შეატყობინა, რომ ორი დღის წინ მოსკოვში, იმპერატორის თეატრში, გამართულ რუსთაველის საღამოზე მწერალი კინსტანტინე ბალმონტი და თეატრის მსახიობი ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი გამოვიდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლაძე ჟურნალ-გაზეთებთან ა. შუბნელის სახელით თანამშრომლობდა.