რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ღვინიაშვილი თბილისის სკოლის მასწავლებლად აირჩიეს, ანა ქანანოვი კი – საქმისმწარმოებლად.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროების“ რედაქციის ინიციატივით სიონში გადაიხადეს მარი ბროსეს პანაშვიდი, რომელსაც ილია ჭავჭავაძეც დაესწრო.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სადარბაზოდ მივიდა ოლღა გურამიშვილის დის, ეკატერინეს ოჯახში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის იანვარში ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა წერილობით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობას, რომ დივიდენდის ანგარიშიდან წინასწარ მიეცათ ათასი მანეთი, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში დავით ჩუბინაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული სასწავლებლებისთვის პეტერბურგიდან უფასოდ უნდა გამოეგზავნა თავისი გამოცემული ქართულ-რუსული ლექსიკონის – 300, რუსულ-ქართულის – 26 და გრამატიკის 50 ეგზემპლარი.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1863 წელს ილია ივანე პოლტარაცკისთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წელს გარდაიცვალა ოლღა გურამიშვილის მამიდა – სიდონია გურამიშვილი-სავარსამიძისა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის სექტემბრის დასაწყისში ბესარიონ გიოს ძე ნიჟარაძემ ილია ჭავჭავაძეს თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის თანამდებობაზე გადმოყვანა სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 21-22 ივლისს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად პეტერბურგიდან პეტერგოფის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილს ურჩია, თედო დავითის ძე ჟორდანიასთვის ცილისწამების გამო სამედიატორო სასამართლოში ეჩივლა. ილიამ მედიატორად ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის გაუწია რეკომენდაცია.
1863
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძე სტუმრად მივიდა ბარბარე ბაგრატიონ-ორბელიანისასთან.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თეატრში უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ წარმოდგენას დაესწრო.