რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის კასის ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო შემოსავლები. კერძო პირები – 5600 მანეთი, კოოპერატივი "ამხანაგობა" – 2939 მანეთი, მევენახეობა "კახეთი" – 3491. სესხები: ამიერკავკასიის ბანკი – 49250, ქონების სექცია – 5900, თბილისის ბანკი – 5000, ილია ზურაბიშვილი – 2500.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 მარტიდან ოლგა ნიკოლაევა ბლიუმი გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 8 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 მარტიდან მარია მიხაილის ასული ვიშნევსკაია გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 8 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 მარტს ტრაპიზონის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ ოლთის ოლქის, არდაგანის სამხრეთ ნაწილის, ყარსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და კაგიზმანის ოლქის დასავლეთ ნაწილის დათმობის შესახებ განაცხადა, სომხეთის თვითგამორკვევის საკითხს კი შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის 1918 წლის 22 მარტის ცნობით, ნიკოლოზ აპოლონის ძე პალავსკი იყო 27-2 კავკასიის მსროლელი პოლკის 1-ელი ბატალიონის კომანდორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვი სახელმწიფოსგან პენსიის სახით 10 თუმანს იღებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვის მთავრობისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, იგი თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში ორმოცდაორი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 მარტის „ერთობის“ ცნობით, სადგურ სადახლოში შეტაკების დროს დაიღუპა გურიის საგანგებო რაზმის წევრი, 18 წლის ვარლამ ჭანტურიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 მარტს ქ. ქუთაისში ქალთა საზოგადო კრებაზე კატო მიქელაძემ ქართველ ქალებს მიმართა სიტყვით ქალთა ზოგადი ჩაგრული მდგომარეობის შესახებ და მოუწოდა მათ ქალთა ემანსიპაციის, განსაკუთრებით კი ხმის უფლებისა და „საერო საქმეში ჩარევის“ მოთხოვნისაკენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სახლის პატრონ (მცხ. ქეთევანის ქ. N 19) თამარა თავართქილაძეს ოქმი შეუდგინეს, რადგან სახლის წიგნში ძაღლები ჩაუწერია როგორც შვილები, რადგან უნდოდა, ძაღლების სახელით სასურსათო ბარათები მიეღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის გამგეობის წევრი იოსებ ბესელიძე ქალაქთა კავშირს ტრამვაის რემონტისთვის 10 ათას მეტრ რელსსა და სხვა მასალას სთხოვს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს ჯანმრთელობის განყოფილება მალე მოაწყობდა მოწყალების დების კურსებს. ლექტორებად მოწვეულები იყვნენ ექიმები: ნ. მელიქიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, გრიგოლ მუხაძე, ივანე თიკანაძე, დ. ახვლედიანი, ალ. დიასამიძე, მ. მგალობლიშვილი და შალვა მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შორაპნის ირაკლი გიორგის ძე წერეთლის სახელობის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თხოვნა რაიმე სახის დახმარების შესახებ. საკითხი დასამუშავებლად სათანადო სექციას უნდა გადასცემოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა „ვეფხსიტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემის 25 მანეთად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული გამოცემა ექვს თუმნად უნდა დათმობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უშაფათ-ფოცხო-ლესიჭინის ირაკლი გიორგის ძე წერეთლის სახელობის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თხოვნა წიგნებით დახმარებით შესახებ. საკითხი დასამუშავებლად სათანადო სექციას უნდა გადასცემოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

