საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1971

ტიპი: ღონისძიება

1971 წელს რეჟისორმა კონსტანტინე ციციშვილმა ვარშავაში ფილმი „ხედი მზის ქვეშ“ გადაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი დივერტისმენტით დასრულდა. საღამოზე ლექსები წაიკითხეს იოსებ ფანცულიამ და ვლადიმერ იაშვილმა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რუსი მწერლის ელიზავეტა შჩაბელსკის სტატია. მწერალი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე მოდის სტანდარტები ქალს ბუნებრივ იერს უკარგავდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლის ბოლომდე ვ. რაკუშანი ქუთაისის გიმნაზიაში ძველი ენების მასწავლებლად მუშაობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვ. რაკუშანი თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი, რომლშიც წერდა, რომ ვ. რაკუშანმა ის ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორთან დააბეზღა, თითქოს სამუშაო ოთახის ფანჯრები ჩაამტვრია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს როგე კავკასიის სამმართველოს ვიცე-დირექტორი იყო.

პირები
წყარო

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მარტს როგე კავკასიის მთავარმმართებლის სამმართველოს გამგედ დაინიშნა.

პირები
წყარო

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის მარტში ამბარდანოვი მთავარმმართებლის სამმართველოს საქმეთმწარმოებელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, ლავროვ-ვიშნევსკიმ შეადგინა რუსული სცენისმოყვარეთა დასი, რომელშიც კონსტანტინე ყიფიანი და მ. ზაბელისა ჩაირიცხნენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, მ. ზაბელისა სომხური დასის მსახიობი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე თხორჟევსკიმ რამდენიმე ქართული ლექსი რუსულად თარგმნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძემ შორაპნის თავადაზნაურობას სამკლასიანი სკოლის გახსნა ურჩია.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ ილია ჭავჭავაძეს ნება დართო, გაზეთ „ივერიის" რედაქტორობა 6 თვით ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაეცა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს რუსეთში გარდაიცვალა სვანეთის უკანასკნელი მთავრის, კონსტანტინე დადიშქელიანის უფროსი შვილი. განსვენებული ქუთაისში ჩამოასვენეს.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 11 ოქტომბერს სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იოსებ აბდუშელიშვილი გარდაიცვალა.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-38 წლებში სიმონ ქველაძე სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842-48 წლებში ანდრია აბდუშელიშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 30 ოქტომბერს სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ანდრია აბდუშელიშვილი გარდაიცვალა.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816-56 წლებში დავით შიოს ძე წერეთელი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო

1812

ტიპი: თანამდებობა

1812 წელს იოსებ აბდუშელიშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს სიმონ აბდუშელიშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 2 მაისს სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი სიმონ აბდუშელიშვილი გარდაიცვალა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს პარიზში ჟურნალ „მხედარში“ (№17) დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილის სტატია „პოლონეთის განთავისუფლება და მარშალი პილსუდსკი“.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში დაწერა მოგონება „...1907 წლის ზაფხულის დღე იყო...“.