საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88256

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჭიჭიკო რუხაძე მუშაობდა ქართულ კლუბში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის იანვარს სამხედრო რაიონის კომისარმა, ვლადიმერ პ. გობეჩიამ და კავკასიის სამხედრო რაიონის უფროსმა რამდენიმე სადგურზე გაგზავნეს ტელეგრამები, რომლებშიც იტყობინებოდნენ, რომ, კავკასიის კომისარიატისა და კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის ბრძანების თანახმად, იქმნებოდა ნაციონალური ნაწილები, რის გამოც ფრონტის ხაზის დატოვებისას ჯარისკაცებს იარაღი ნაციონალური არმიის ნაწილებისთვის უნდა ჩაებარებინათ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გრიგოლ ბიწაძე კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული და ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ელენე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ივანე გიორგობიანისა და ვასილ წულაძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.