რეგისტრირებული ფაქტები88107
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა წერილი მისწერა კავკასიის მეფსინაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს გელათის მონასტრიდან აფხაზეთში ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის გადატანის მცდელობის გამო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა წერილი მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს სიმონ დავითის ძე წერეთელს, რომ მან განათლების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა საჩივარი შეიტანა რუსეთის მმართველი სენატის პირველ დეპარტამენტში კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. პ. შაპილოვის წინააღმდეგ, რადგან მან წერეთელს უფლებამოსილება შეუჩერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 მაისს ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს მიხეილის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრების მეთორმეტე სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლისთვის პენსიის დანიშვნის საკითხი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912-1917 წლებში გრიგოლ ზურაბის ძე სხორტლაძე ქვედში ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1817
ტიპი: თანამდებობა
1817-1867 წლებში იოანე თამაზას ძე უთმელიძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1874 წლებში სიმონ მარკოზის ძე მაისურაძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1878 წლებში ოქროპირ სიმონის ძე მესხი ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს პლატონ არჩილის ძე ელბაქიძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892-1898 წლებში ალექსანდრე ოქროპირის ძე მესხი ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1899 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899-1917 წლებში პართენ სიმონის ძე მესხი ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იაკობ გრიგოლის ძე სხირტლაძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886-1887 წლებში სიმონ ბერის ძე ლორთქიფანიძე ურავის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა იყო გრიგოლი ჭავჭავაძე.
1848
ტიპი: ღონისძიება
1848 წელს ილია ჭავჭავაძე მამამის გრიგოლ ჭავჭავაძეს თბილისში წაუყვანია და ჰაკესა და რაევსკის პანსიონში მიუბარებია.
1903
ტიპი: მფლობელობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ჰაკესა და რაევსკის პანსიონი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი იყო.

