საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88099

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ზაქარია დიმიტრის ძე ბაქრაძემ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ სიდამონ-ერისთავი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის I ქვეითთა დივიზიის შტაბის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე გიორგის ძე ახმეტელს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დავით ადამის ძე ართმელიძე ქართული კორპუსის 1-ელი დივიზიის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი თბილისის გარნიზონის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი მარტიდან ვასილ დავითის ძე გაბაშვილი ქართული სამხედრო კორპუსის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ვალოდია საბას ძე გოგუაძე საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მე-4 ქართული კორპუსის შტაბის უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში დიმიტრი გოცირიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის კანცელარიის უფროსის თანაშემწე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენი ნიკოლოზის ძე დვალი ჟურნალ „რუსთაველის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის საინჟინრო განყოფილების უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი ინჟინერ-გენერალი გახდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლეო მათეს ძე კერესელიძე ქართული ეროვნული არმიის შექმნაში მონაწილეობდა და მოხალისეთა პოლკს მეთაურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე საქართველოს სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს გიორგი ივანეს ძე კვინიტაძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორი და შავი ზღვის სანაპიროს მეთაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ვლასა დარისპანის ძე მგელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის კომისარი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალურ შტაბში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს რომან ოვექსიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის სატრანსპორტო განყოფილების უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო.