საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80966

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის გამგემ იასონ ბართაიამ წერილობით შეატყობინა სენაკის გამგეობას, რომ შენობის, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების უქონლობის გამო ბიბლიოთეკა დაარსების დღიდან არ ფუნქციონირებდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების კვაუთის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრმა ნინა ძიმისტარაშვილმა გამგეობას მისწერა, რომ დაიწყეს შენობის აგება ბიბლიოთეკისთვის და რადგან ადგილობრივ მოსახლეობას არ გაააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ დასახმარებლად მიმართეს კერძო პირებს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ნინა ძიმისტარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების კვაუთის ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში შეადგინა, რომელიც გამგეობამ 1917 წლის 12 იანვარს ჩაიბარა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: მიხეილ მათეს ძე დავითაია, პეტრე როსტომის ძე ქობალავა, იასონ ეგნატეს ძე გუნია, იოსებ ბიტუს ძე გუნუა და დავით კოსტას ძე ქობალავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ზანათის ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში შეადგინა მიხეილ დავითაიამ. გამგეობამ ეს ანგარიში 1917 წლის 7 იანვარს ჩაიბარა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის მეთვალყურე იყო გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში ფართხუშა გეგენავამ და ფეოდოს გეგენავამ შეადგინეს. ეს ანგარიში გამგეობამ 1916 წლის 19 დეკემბერს ჩაიბარა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალსენაკის ბიბლიოთეკის გამგემ გიორგი გამზარდიამ გამგეობას ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში გაუგზავნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის გამგე იასონ ბართაიამ წერილობით შეატყობინა სენაკის გამგეობას, რომ უმთავრესი მიზეზი ბიბლიოთეკის მშენებლობის შეფერხებისა ლეხაინდრავოსა და ნაჯავახოს შორის კინკლაობა გახდა, თუ რომელი მათგანის ტერიტორიაზე აიგებოდა ბიბლიოთეკისთვის შენობა. ი. ბართაიას აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ შენობას ნაჯახავოს ტერიტორიაზე ააშენებდნენ, რადგან ის ითვლებოდა ორივე სოფლის ცენტრად.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის 1916 წლის ანგარიში შეადგინა იასონ ბართაიამ. ეს ანგარიში გამგეობამ 1917 წლის 18 იანვარს ჩაიბარა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სეფიეთის ბიბლიოთეკის 1916 წლის ანგარიში შეადგინეს: მიხეილ თოფურიძემ, ალექსანდრე თოფურიძემ, ევგენი რურუამ და ანტონ ბოკუჩავამ. ეს ანგარიში გამგეობამ 1917 წლის 17 იანვარს ჩაიბარა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების აბედათის ბიბლიოთეკის 1916 წლის ანგარიში შეადგინეს: მალაქია კიკალიშვილმა და დავით ანჯაფარიძემ. ეს ანგარიში გამგეობამ 1917 წლის 19 მარტს ჩაიბარა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის გამგემ ბესარიონ ნადარეიშვილმა სენაკის გამგეობას გაუგზავნა ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში და ასევე ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ბიბლიოთეკა საჭიროებდა მათ ყურადღებასა და შემწეობას.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ფ. ბჟალავა, პარასკევა ჭანტურია, ვლადიმერ ჩიხლაძე, ანდრო ნადარეიშვილი და ბესარიონ ნადარეიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას კვაუთის ბიბლიოთეკის გამგე ილია ძიმისტარაშვილი ატყობინებს, რომ ბიბლიოთეკა 1916 წლის პირველი იანვრიდან აამუშავეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა სახალხო კითხვის საღამოები გამართა თბილისში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარეც ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, 23 სხდომა გამართა და 79 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ილია ნაკაშიძე, ისიდორე ჭანტურია, სილოვან გაბუნია, ქრისტინე შარაშიძე და გრიგოლ ბურჭულაძე ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექცია, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ხელმოკლე ბიბლიოთეკებს ფინანსურად ეხმარებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ანა გიორგის ასულმა ახალშენიშვილმა სოფელ მეჯვრისხევში სახალხო კითხვის საღამოები გამართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის საბავშვო მოთხრობების წიგნი 1990 ეგზემპლარად გამოსცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის დავალებით ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ სახალხო და საბავშვო კითხვის საღამოები გამართა: ვერის სასადილოში, სოფელ ოქროყანაში, ჭრა-კერვის სკოლის შენობაში (თბილისი), დიდუბის სამრევლო სკოლაში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სკოლის შენობასა და ავჭალის აუდიტორიაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე ვასილ ბესარიონის ძე კახიძე იყო, ახმეტაში, ანაკლიაში, ქურთასა და ბჟოლიეთში ბიბლიოთეკები გახსნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე და სამსონ პლატონის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის წევრები იყვნენ.