რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საადგილმამულო კომისიის წევრები გახდნენ კონსტანტინე გვარჯალაძე და გრიგოლ რცხილაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკო ნიკოლაძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართელოს საზღვარი უნდა გასცდეს დარიალის ხეობას რკინიგზის მშენებლობის მიზნით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამხედრო სექციას განზრახული აქვს მაჰმადიან ქართველებს ყველა სკოლაში გადასცეს სტიპენდიები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე და კრების მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველ მაჰმადიანთა მიმართ მოწოდების პროექტი უნდა დაბეჭდილიყო ქართულ და თურქულ ენებზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 დეკემბერს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრს, იოსებ ბარათაშვილს, რომლის თანახმადაც ის უნდა დასწრებოდა უკრაინის სამხედრო რადას კრებას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი მისწერა მიხეილ გრუზინსკის, დიმიტრი ფავლენიშვილს, ვასილ ყიფიანს, გიორგი ლასხიშვილს, რაჟდენ დათეშიძეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლების გასანაღდებელ გადასახადის თაობაზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 დეკემბერს შეიკრიბა კომისია, რომელსაც დაევალა სამხედრო კავშირის სამომავლო სამუშაოს გეგმის შედგენა. კომისიას ესწრებოდნენ: ვახტანგ მუსხელიშვილი, არისტო ჭუმბაძე, გრიგოლ მჟავანაძე, კონსტანტინე კაკაბაძე, ესტატე მაჩაბელი და ლონგინოზ ცაგარელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა, სექციის წევრი რევაზ გაბაშვილი, მოწვეული სტუმრები – კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, რაჟდენ დათეშიძე, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და მდივანი ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე შეიქმნა მცირე კომისია, რომელსაც უნდა გამოერკვია საჭიროება რწმუნებულების არჩევის შესახებ. კომისიის წევრები: რაჟდენ დათეშიძე, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, ვასილ ყიფიანი და გიორგი ლასხიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე. კრების დადგენილებით, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს აეკრძალა ფინანსურ სექციასთან შეუთანხმებლად ამ მიმართულებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე. სხდომის დადგენილებით, სექციებს შტატებისა და ხელფასების პროექტი საფინანსო სექციისთვის უნდა წარედგინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, რაჟდენ დათეშიძე, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმადაც ეროვნულ საბჭოს მიენიჭა იურიდიული პირის უფლება და ამ სტატუსით ქონების გადაცემას სანოტარო აქტის გაფორმება აღარ დასჭირდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმადაც დამტკიცდა ქართველ თავად-აზნაურთა დადგენილება ქართველი ერისთვის ქონების გადაცემის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შესახებ. დეკრეტის თანახმად, ქართველ თავად-აზნაურთა უფლებები ბანკების შესახებ ეროვნული საბჭოს კომპეტენციაში გადავიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გადაწყდა მცირე კომისიის შექმნა, რომელიც აირჩევდა რწმუნებულებს და იმუშავებდა თანხის განკარგვის მიმართულებით. კომისიის შემადგენლობა: რაჟდენ დათეშიძე, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფალავანდიშვილი, ვასილ ყიფიანი და გიორგი ლასხიშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგე გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა პეტრე ქავთარაძეს, რევაზ გაბაშვილს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, გიორგი ლასხიშვილს, კონსტანტინე მესხს, კოტე აფხაზს, კონსტანტინე მაყაშვილს, მიხეილ გრუზინსკისა და მიხეილ მაჩაბელს თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხზე შეხვედრის ჩანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით აკაკი ჩხენკელი გაიგზავნა ყუბანისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ეკონომიური საკითხების განსახილველად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ხელოვნების სექციის გამგედ დაინიშნა ვლადიმერ გობეჩია, ტექნიკური სექციის გამგედ – პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ნოე ჟორდანიას წინადადება სხვადასხვა სექციების გამგეებისთვის მუდმივი ანაზღაურების დანიშვნის თაობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ოდესისა და კიევის სამხედრო კომისრებად დაინიშნენ დავით ვაჩეიშვილი და შალვა დადიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა, საქმეთა მმართველმა პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ საქმის წარმოებაში აუცილებელია „კომისიის“ ნაცვლად სიტყვა „სექციის“ გამოყენება.

