საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ანდრია თედორეს ძე მოსეშვილი სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის განკარგულებაში იყო ოთხი ჯარის პოლკი, ოთხი გვარდიის ათასეული, საპიორთა ათასეული, სამხედრო სკოლა და შესაბამისი რაოდენობის არტილერია.

1816

ტიპი: თანამდებობა

1816-66 წლებში ანტონ ბერის ძე ნასრაძე სოფ. გორისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის შუა ფრთას მდინარე მტკვრამდე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს სამხედრო საბჭოს ახალმა მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა. მან ფრონტი სამ (მარჯვენა, მარცხენა და შუა) ნაწილად დაყო.

1858

ტიპი: გარდაცვალება

1858 წელს სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მოსე გიორგის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ფრონტის მარცხენა ფრთას გვარდიის გენერალი არტემ ჯიჯიხია სარდლობდა.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს ნიკოლოზ საბას ძე ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს ვალერიან თევზაძე ქართულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „სამშობლოს“ დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვლის ღამეს ვალერიან თევზაძეს შეატყობინეს, რომ ბორჩალოს რაიონიდან ბოლშევიკები შეტევაზე გადმოვიდნენ.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს ნიკოლოზ საბას ძე ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გერასიმე მათეს ძე ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16 თებერვალს სამხედრო საბჭომ გენერალ ილია ოდიშელიძის ნაცვლად მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს ანდრია გიორგის ძე ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ვალერიან თევზაძემ თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში ივლიანე საკანდელიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: გარდაცვალება

1862 წელს სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ანდრია გიორგის ძე ჩიხლაძე გარდაიცვალა.

1812

ტიპი: თანამდებობა

1812-47 წლებში ბესარიონ ქველის ძე გამრეკლიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის კაპიტანი გიორგი კვინიტაძე თბილისის სამხედრო სასწავლებელში საბრძოლო ტაქტიკას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ანტონ ჩიხლაძე სოფ. გორდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის იანვარში გენერალი ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს მთავარსარდალი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847-53 წლებში ქრისტეფორე გრიგოლის ძე მებურიშვილი სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წლის 16 ივნისს სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ქველის ძე გამრეკლიძე გარდაიცვალა.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს დავით ბესარიონის ძე გამრეკლიძე სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში გენერალ არტემ ჯიჯიხიას განკარგულებაში იყო სამი გვარდიის ათასეული შესაბამისი არტილერიით და გვარდიის ცხენოსანი ესკადრონი.