რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მზრუნველობის მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრო კავკასიის ომისგან დაზარალებულთა მთავარი კომიტეტის რაიონული სამმართველოს საქმეთა მწარმოებელი დ. გ. გაბაევი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გამართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა სამხედრო ცენტრის ექიმი ნინუა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდა ამიერკავკასიის სათადარიგო ჯარისკაცთა და მათი ოჯახების კომისარი გ. პ. მელიკ-კარაკოზოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ სამხედრო-სანიტარული კავშირის წარმომადგენლები – პროფესორი ვასილ რაზუმოვსკი და სანიტარული განყოფილების უფროსი ნ. ი. ტეზიაკოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სამხედრო ხეიბართა კავშირის წარმომადგენელი, კაპიტანი ნემილოვი და ლეიტენანტი ბელავინი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში შედგა ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრება, რომელსაც ესწრებოდა ცენტრალური სამმართველოს ამიერკავკასიის სამხედრო საზოგადოების ინვალიდთა დახმარების პოლკოვნიკი ესაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N24 (რედაქტორი კატო მიქელაძე) იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს ცნობით, ამიერიდან საერთო წევრთა კრება დაიწყება კვირაობით საღამოს 5 საათზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 22 სექტემბერს, პარასკევს, ქ ქუთაისის თეატრში ქართული სამხედრო კავშირის სასარგებლოდ ეგვიპტისა და ტიბეტის საიდუმლოების სასწაულმოქმედი ფაკირი გ. გეორგინი შეასრულებს სამგანყოფილებიან წარმოდგენას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N24 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც მოთხრობილია ქალთა მოძრაობის შესახებ გერმანიაში. ავტორს მოჰყავს ავგუსტინა შმიდტის სიტყვები, რომელიც მოითხოვდა შრომის ასპარეზს ქალებისთვის, მიუხედავად იმისა გათხოვილნი იყვნენ ისინი, თუ გაუთხოვარნი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 20 სექტემბრიდან მიხაილ ბარათაშვილის მაღაზიაში ფეხსაცმლის ძირი გირვანქა 8 მანეთად გაიყიდება.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება ეროვნული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 სექტემბერს თბილისში აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ თბილისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.

