რეგისტრირებული ფაქტები89840
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1906 წლებში ლავრენტი გრიგოლის ძე წერეთელი სოფ. დუნთის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-1917 წლებში მალხაზ გიორგის ძე გაფრინდაშვილი სოფ. დუნთის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის მღვდელი იყო
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1917 წლებში თეოფანე იოვანეს ძე ნადირაძე სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1928
ტიპი: გარდაცვალება
1928 წლის 8 თებერვალს სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი თეოფანე იოვანეს ძე ნადირაძე გარდაიცვალა.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წლის 5 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი გადასახლებიდან პოლონეთში დაბრუნდა. მან 11 წელი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში გაატარა და შემდეგ 13 თვე ციხეშივე ელოდა პოლონეთში დაბრუნებას.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგე რემერი მთავარი სავეტერინარო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.
1945
ტიპი: ნასამართლეობა
1945 წელს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილ მიხეილ კვალიაშვილს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. რუსეთში ჩასვლის შემდეგ კვალიაშვილი მეორედ გაასამართლეს და სასჯელი ერთი წლით გაუზარდეს.
1946
ტიპი: ნასამართლეობა
1946 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში მოთავსებული მიხეილ კვალიაშვილი და გრიგოლ იაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. იაშვილს ავადმყოფობის გამო მუშაობა არ შეეძლო, ის სხვაგან გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 19 ივნისს თბილისის ოლქის სასამართლოში განიხილეს ავჭალის ცხენის რკინიგზის კონცესიონერების ბ. ბ. ალიბეგოვისა და ყორღანოვის საქმე. ისინი ბელგიის უსახელო საზოგადოებას პირობის დარღვევისათვის უჩიოდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამართულ ბათუმის საბაღოსნო ექსპონატების გამოფენაზე გ. კ ბოლქვაძეს ვერცხლის მედალი გადაეცა ადესიდან (იზაბელა) ჭაჭის არყისა და ლიქიორის დამზადებისთვის.
1941
ტიპი: თანამდებობა
1941-დან 1945 წლამდე მიხეილ კვალიაშვილი „არმია კრაიოვას“ (1942-1945 წლებში ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედი სამამულო არმია) რიგებში იყო.
1945
ტიპი: ნასამართლეობა
1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.
1954
ტიპი: ნასამართლეობა
1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.
1945
ტიპი: ნასამართლეობა
1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წელს ვიტალი უგრეხელიძე, ვალერიან ხელაძე, ვლადიმერ ლაღიძე და გიორგი ჯავახიშვილი ლონდონში ცხოვრობდნენ.
1801
ტიპი: თანამდებობა
1801-1836 წლებში ივანე აბულაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის მარტში სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ივანე აბულაძე გარდაიცვალა.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. დიმის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

