საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ასლან სადრაძემ ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად მანეთი გაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მართა გილაძემ, ვარლამ კობალაძემ, გრიგოლ თოხაძემ, პუპა ჯანელიძემ და ნიკოლოზ თუმანიშვილმა ბარბარე თავბერიძის სწავლის დასაფინანსებლად ათ-ათი მანეთი გაიღეს.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წელს არკადი სპირიდონის ძე სხირტლაძე კატინში დახვრიტეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი დ. ი. ჯაფარიძე შინაგან, კისრის, ცხვირის და ყურის დაავადების მქონე ავადმყოფებს მადათოვის ქუჩა N7-ში, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ, იღებდა.

1977

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1977 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე ვარშავაში ცხოვრობდა.

1975

ტიპი: ავტორობა

1975 წლის აგვისტოში მიხეილ კვალიაშვილმა ივანე ნანუაშვილის გარდაცვალების ამბის გასაგებად გიორგი ნოზაძესა და გიორგი ყიფიანს პარიზში მისწერა.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-1901 წლებში მოსე დავითის ძე არევაძე სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს თედორე ძოწენიძე სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს თედორე ძოწენიძე სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901-17 წლებში ალექსანდრე მოსეს ძე არევაძე სოფ. ვახანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840 წელს იოანე გაბადაძე სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან კავშირისა და ქართული ლიტერატურის დარიგების გამო პოზნანიდან საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალეს.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო იეჟი ზაგურსკის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტის თარგმანი და დევიდ ლენგის „ძველი საქართველო“ და კარლ მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის გამგეს, ალექსანდრე კავკასიძეს, გამოუგზავნა.

1974

ტიპი: ღონისძიება

1974 წლის ოქტომბერში მიხეილ კვალიაშვილი შვილთან, მანანასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს ნინო კვალიაშვილი 6 თვით ლონდონში დასთან, მაიკოსთან, ჩავიდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის დეკემბერში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან პოზნანში მიიღო რევაზ ვახტანგის ძე ბერიძის 31 ცალი „ძველი თბილისი ნახატებში“.

1975

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1975 წელს თამარ ივანეს ასული ყურულიშვილი, სერგო ყურულიშვილის ძმიშვილი, მეუღლესთან, ანდრეი ვოიტკევიჩთან ერთად პოლონეთში ცხოვრობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ყურულიშვილის ლექსების კრებული „ტალღები“ გამოქვეყნდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს სერგო ივანეს ძე ყურულიშვილის ლექსების კრებული „მთვრალი ვარდი“ დაიბეჭდა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

1961

ტიპი: ავტორობა

1961 წელს თბილისში ფილოსოფოს მოსე ივანეს ძე გოგიბერიძის წიგნი „რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები“ გამოიცა.

1976

ტიპი: ღონისძიება

1976 წელს თბილისში ირინა არკადის ასულ სხირტლაძის გმირობის შესახებ პატარა წიგნი გამოქვეყნდა.

1976

ტიპი: თანამდებობა

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანის სამხედრო მუზეუმში მუშაობდა.

1976

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1976 წელს მიხეილ კვალიაშვილის ქალიშვილი მაიკო მეუღლესთან, ექიმ აკაკი ნოეს ძე რამიშვილთან, ერთად ლონდონში ცხოვრობდა.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814 წელს ნიკოლოზ ცერცვაძე სოფ. ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.