რეგისტრირებული ფაქტები89829
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, პეტროგრადში ბოლშევიკურმა მთავრობამ ალექსანდრე კერენსკის მეუღლე ო. ა. კერენსკაია დააპატიმრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ლევ ტროცკიმ მოკავშირე სახელმწიფოების ელჩებს მიმართა წინადადებით, ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ომი და გამართულიყო საზავო მოლაპარაკება.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, დააპატიმრეს გ. პერეშკევიჩი, მისი ცოლი, თავადი უსუპოვი, სუმაროკოვი, ელსტონი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა რესპუბლიკის თავმჯდომარის, ავქსენტევის დაკავების ბრძანება გასცა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბურცევისა და სხვა დაპატიმრებული მინისტრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლშევიკების დამარცხებასთან ერთად მათ ელოდათ სიკვდილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N30) ცნობით, ბოლშევიკები რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკატერინე ბრეშკოვსკაიას, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისში ჩამოიყვანეს მაძებარი პოლიციის უფროსი (ამჟამად პორუჩიკი) ჩემინავა, ქუთაისის გარნიზონის უფროსს გადასცეს. იგი ჩასვეს ქუთაისის გარნიზონის ჰაუპტვახტში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, თბილისიდან დაბრუნდა სასურსათო კომიტეტის წევრი გრიგოლია. მან თბილისში 2 000 ფუთი ფეხსაცმლის ტყავეულობა შეიძინა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 „მღვიძარეს“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „ქ. სამტრედია“, რომლის მიხედვით 25 აგვისტოს ქ. სამტრედიაში საფუძველი ჩაეყარა ქალთა პირველ კლუბს, აირჩიეს ათი ქალი, რომელთაც უნდა ეზრუნათ კლუბის მოწყობისთვის. მამაკაცები ამ წამოწყებას მტრულად შეხვდნენ და საქმის ჩაშლას ცდილობდნენ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N30 ცნობით, ქუთაისის ქალთა კლუბის სასარგებლოდ ელენე ნადარეიშვილის მეუღლის მიერ ქ. გუდაუთაში შეგროვებულის ფულის შემომწირველთა სია: ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი, ეკატირინა გიორგის ასული ნადარეიშვილი, ელიჩკა ფარნას ასული ნადარეიშვილი, მარიამ უჩანეს ასული ქაჯაია, ოსანა სპირდონის ასული არჯავანიძე, ლუბა ჭოჭია, კატო ადამია, ნინა დავითის ასული ნადარეიშვილი, ლიდა გიორგის ასული გობეჩია, სონია ხოფერია, მატრონე გიორგის ასული კაკაბაძე, აგრაფინა გაბუნია, ვერა პერტენავა, ტერეზია ფილიპეს ასული ლაკერბაია, პარასკევა დიმიტრის ასული გოგინავა, ვარია მასხულია, ვალენტინა ლაკერბაია, ქსენია ნადარეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ნოემბერს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე გობეჩია, მდივნად – აკაკი ფაღავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა: 1. ქართველი ერი დგას რუსეთის ორიენტაციის გზაზე; 2. საქართველო რუსეთთან ერთად ავითარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნაციონალურ გეგმებს; 3. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ ორგანოს – „ამიერკავკასიის კომისარიატს“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმში ქართული ეროვნული საბჭოს დაფუძნება, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გაგრძელებიშ შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა მოწვეულიყო ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით გაატარებდნენ საჭირო ღონისძიებებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა ეროვნულ საბჭოს დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა კავშირს რუსულ დემოკრატიასთან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პოლიტიკური კურსის გადასვლას რუსულ ორიენტაციაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით არ უნდა წასულიყო, რადგან თუ რუსეთის მხარდაჭერა ფრონტის ხაზისთვის იყო სასარგებლო, იგი აზიანებდა ქვეყნის ურთიერთობას რუსეთის მოწინააღმდეგე ერებთან (ოსმალეთი, უკრაინა, გერმანია).

