საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89829

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N 15-ის ცნობით, ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიუროში, რომლის ხელმძღვანელი იყო კატო მიქელაძე, 22 ივლისიდან კლუბის წევრთათვის იხსნებოდა პროპაგანდისტ ქალთა კურსები.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N15 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 20 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 15 დაიბეჭდა ექიმი პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა), რომელშიც ავტორი განიხილავს პროსტიტუციის გამომწვევ მიზეზებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, გარდაიცვალა მესამე მფრივანი რაზმის პოდპორუჩიკი, ალექსანდრე ფავლენიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ივლისს ქუთაისის სახაზინო პალატამ გასცა ცნობა, რომ დავით არევაძეს ხაზინაში არ ჰქონდა შეტანილი სამხედრო გადასახადი – 12 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას თავმჯდომარეობდა ჟ. ნ. ზილოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდა ფ. გ. ბოაჯიევი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდა ნ. ი. გრიაზნოი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: ლინოვკო პოლოვინეცი, ა. ს. რისი, ო. რ. ზინდერი და მ. ი. ვიშნეგორსკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: ი. ე. ლიბარსკი, ა. გ. პავლოვი და ი. კ. მიკულოვსკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: ს. მ. როსლიკოვი, ნ. ფ. რალფი, ა. გ. უსაჩოვი და მ. ო. მენისი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ დამფუძნებელ სხდომას ხმის მიცემის უფლებით ესწრებოდნენ: მ. ა. კუპრეევი, ვ. ნ. კოტი, მ. ს. რაკიტინი და გ. ი. ფარსკი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „საერთო ინტერესი, თუ სქესური ეგოიზმი ეწინააღმდეგება ქალთა ორგანიზაციებს“, სადაც საუბრობს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებზე, იხსენებს მე-18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებს, მონტესკიესა და ვოლტერს, რომლებიც ებრძოდნენ უსამართლობას და თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ავტორის აზრით, ყველას ავიწყდებოდა, რომ ქალიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები. ის ახსენებს საფრანგეთში მიღებულ 1789 წლის დეკლარაციას, რომელიც ყველაზე სრულია, რადგან შემუშავებულია მთელი კაცობრიობისთვის განურჩევლად ფერისა, ტომისა და სარწმუნოებისა, მაგრამ ის არ არის განურჩევლად სქესისა, რაც აშკარა უსამართლობაა. ქალთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება აქვთ ქართველ მენშევიკებსაც და ყველანაირად ხელს უშლიან ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას, რაც შეიძლება სანანებლად გაუხდეთ მათ, „რადგან ის, რაც ეპატიებათ მე-18 საუკუნის რევოლუციონერებს, არ ეპატიებათ მე-20 სუკუნის პოლიტიკურ მებრძოლ სოციალისტებს“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსი „ძღვნად ფუტურისტ სტუდენტებს“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას მოთხრობა „დღევანდელი ინტელიგენტი მამაკაცის ზრდილობა“.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვანქის ოლქში მე-3 უბნის უფროსად დანიშნეს ქალი, სტრიგალიევა. გაზეთ „ვაზრაჟძენიეს“ კორესპონდენტის აზრით, საჭიროა მესამე თანაშემწის დანიშვნა, რადგან ქალს არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირაკლი (კაკი) წერეთელს შინაგან საქმეთა მინისტრად ნიშნავენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 (რედაქტორი კატო მიქელაძე) სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თბილისის აღმასრულებლი კომიტეტის დადგენილებით აკრძალულია კლუბი, რესტორნები, სასადილოები, „ფინჯანი ჩაი“, ყავახანები და სხვა ღამის პირველი საათის მერე მუშაობდეს. აკრძალულია კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებსა თუ კერძო ბინებში ბანქოსა და ლოტოს თამაში. დადგენილების დამრღვევნი პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, თბილისელი მაჰმადიანები მხედართა ყრილობის აკრძალვისთვის მინისტრ კერენსკის პროტესტს უცხადებენ.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, სამტრედიაში დაიჭირეს გამომძიებელი კანდელაკი, პორუჩიკი გიორგაძე და ყოფილი ბოქაული ნესტორ გაბუნია. სიმთვრალის დროს გამომძიებლის ბინაში მათ დაიწყეს რევოლვერებიდან სროლა. სამივე დაკავებულს კონტრ-რევოლუციონერობას აბრალებენ. ადგილობრივმა საბჭომ ისინი მეტეხის ციხეში გადაგზავნა, გამოძიება მიმდინარეობს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N14 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პისარევისა და ს. დ. მილის ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომ კურნავს სხვადასხვა დაავადებას და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) დაიბეჭდა ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (მიზეზი პროსტიტუციისა) პროსტიტუციის წარმოშობისა და მასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, საგუბერნიო სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ სურსათის სარეკვიზიოციო საწყობები 12 ივლისიდან ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და ყოველგვარი ჩამორთმეული სანოვაგე ქალაქის სასურსათო კომიტეტს გადაეცემოდა და არა საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 ივლისს ყვირილიდან სოფ. საქარაში მიმავალი მღვდელი კირილე კავილაძე შეიპყრეს.