რეგისტრირებული ფაქტები89829
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში სერაპიონ ნიკიფორეს ძე ხაზარაძე სოფ. დედალაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს სვიმონ გაბრიელის ძე ჩიხლაძე სოფ. დედალაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1921
ტიპი: მფლობელობა
1921 წელს აგრონომ რეზო გედევანიშვილსა და მის მეუღლეს, ევგენია ლეონიძეს მცხეთაში მიწის ნაკვეთი და სახლი ჰქონდათ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს მღვდელი ვანო გულისაშვილი და მისი მნათე ესტატე ზუკაკიშვილი ტიფით გარდაიცვალნენ.
1939
ტიპი: გარდაცვალება
1939 წელს გერმანელებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ბოლშევიკები ლვოვში შევიდნენ. იქ დააპატიმრეს გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე და რუსეთისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს.
1798
ტიპი: თანამდებობა
1798 წელს დავით ქოჩიაშვილი სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 სექტემბერს ივანე მესხმა ბათუმიდან ფოთში ნიკო ნიკოლაძეს მისწერა, რომ ქალაქის ხმოსანთა არჩევნები 2 ოქტომბრისთვის დაინიშნა და იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილიც აპირებდნენ ჩასვლას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილობითი მიმართა ექვთიმე თაყაიშვილს, რომ დროებით გადაეცა დავით ბაქრაძის რუსულენოვანი თხზულება „ქრისტიანობის ძეგლები კავკასიაში“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქვემო იმერეთის სოფელ ჩხენიშში არსებულ სამრევლო სკოლაში ცუდი ფინანსური მდგომარეობა იყო. სოფლის მცხოვრებნი ონისიმე სანიკიძეს სკოლის ეკონომიკურად გაძლიერებას სთხოვდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს ქვემო იმერეთის სოფელ ჩხენიშში წიგნსაცავის დაარსებას სთხოვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ შიდა ქართლის სოფელ ცერონისის მედუქნე არტემ გოგინოვი გაჭირვებულ ხალხს ხშირად ეხმარებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ქუთაისის ერთ-ერთი ციხის პატიმრის წერილი, რომელიც „ივერიის“ რედაქტორ ილია ჭავჭავაძესა და „ნობათის“ რედაქტორ ღულაძეს სთხოვდა, რომ თავიანთი ჟურნალის თითო ნომერი უსასყიდლოდ გაეგზავნათ პატიმრებისთვის მღვდელ ოქროპირ კაჭუხიძის სახელზე.
1949
ტიპი: ღონისძიება
1949 წლის 25-27 მაისს გალაკტიონი იყო ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს. ესტუმრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სხვიტორში.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის მეორე დეკადაში. მისი დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მონაწილენი მიღწეული წარმატებებისათვის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძე – შრომის წითელი დროშის ორდენით.
1959
ტიპი: თანამდებობა
1959 წლის დასაწყისში გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის IV ყრილობის მუშაობაში. საქართველოს სახალხო პოეტი ისევ არ აირჩიეს სსრკ მწერალთა მორიგი ყრილობის დელეგატად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში ტაბახმელის ბრძოლაში დაიჭრა ლეიტენანტი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. მისი მედპუნქტამდე მიყვანა ნიკოლოზ მათიკაშვილსა და მის ერთ მეგობარს დაევალათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში ნიკოლოზ მათიკაშვილი, რეზო გედევანიშვილი და ლევან ლეონიძე ცხენებით ქსოვრისში წავიდნენ. მათიკაშვილი გორში იუნკერთა სკოლას უნდა შეერთებოდა.

