რეგისტრირებული ფაქტები89829
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე კავკასიის მთავარმართებლის მოადგილე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის თებერვალში რეზო გედევანიშვილის ოჯახი მცხეთაში უხვად გაუმასპინძლდა გენერალ იოსებ გედევანიშვილსა და მის ამალას.
1956
ტიპი: თანამდებობა
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას გალაკტიონ ტაბიძე ხელმძღვანელობდა.
1946
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1946 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ნინო სვიმონის ასული კვირიკაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 იანვარს ქართველი პოეტების ჯგუფმა გადაწყვიტა „პოეტების მეფის“ ტიტულის მოსაპოვებლად გაემართა კონკურსი, რომელშიც გალაკტიონ ტაბიძემ გაიმარჯვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 აპრილს გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობდა ვალერიან გუნიას სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოში.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს გალაკტიონ ტაბიძე იყო შოთა რუსთაველის პოემის 750 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო კომიტეტის წევრი.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 21-26 ივნისს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა კულტურის დაცვის მსოფლიო კონგრესში.
1944
ტიპი: თანამდებობა
1944 წელს გალაკტიონ ტაბიძე ერთხმად აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის თაოსნობით ტაბახმელისკენ გაემართნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ივნისს სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 ნოემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის დიდი საღამო.
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლის 5 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა მალაქია ტოროშელიძემ.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 16 ივნისს ლენინგრადის ხელოვნების აკადემიაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 10 ივნისს ქუთაისში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი დიდი საღამო.
1927
ტიპი: მფლობელობა
1927 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მიიღო ერთოთახიანი ბინა კრილოვის ქ. N10-ში, სადაც 1936 წლამდე ცხოვრობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის ბოლოს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭომ გალაკტიონ ტაბიძის წინადადებით დააარსა ჟურნალი „ლომისი“.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა მწერლების ორგანო, ჟურნალი „მნათობი“, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წლების განმავლობაში სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო გალაკტიონ ტაბიძე.

