რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი იანვრიდან ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს თბილისის კანცელარიის ბრძანებით მეხუთე რაიონის სასმელის კონტროლიორი ვლადისლავ მალიშევსკი იმავე რაიონის ბუღალტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ალექსანდრე ბიჭიას ძე ხოშტარია, ივანე გიორგის ძე გაბელია, ერმალო ელიზბარის ძე ბოლქვაძე, მიხეილ კონსტანტინეს ძე გვიჩია, ანდრია ივანეს ძე ხოჭოლავა, ევგენი დუტუს ძე გაბელია და აქვსენტი ოტიას ძე ყუფუნია საზღვაო-სანაოსნო სააქციო საზოგადოება „ფაზისის“ წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე ფილიპეს ძე ფხაკაძე ოზურგეთის რაიონის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ევგენი დავითის ძე ებრალიძე ლანჩხუთის რაიონის საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვლადიკავკაზში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარეც იყო მამედ ჯაფაროვი, ხოლო საქართველოს ნაციონალური საბჭოდან გაგზავნილი იყო ნაფიცი რწმუნებული იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ინვარში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ ორგანიზებულმა ჟიურიმ დაადგინა არქიტექტორ ტერ-მიქელოვის მიერ შესრულებული 100-რუბლიანი ბონის ნახატი. ბონის ერთ მხარეს იყო წარწერა „100 რუბლი", „გაყალბება მკაცრად ისჯება", მეორე მხარეს – იგივე წარწერა ქართულ, სომხურ და თათრულ ენებზე.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც სოხუმის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გრიგოლ მაჭავარიანი აკაურთის, ბობრალოს ან გომარეთის სკოლის მასწავლებლად უნდა დანიშნულიყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ვარლამ ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ: ატენის, ვარიანის, საგურამოს, ყალამშის, წერაქვის, ნავთლუღის, ზუგდიდის, წინარეხის, მოიდანახეს, გერგეთისა და შრომის სკოლების პედაგოგებს ანაზღაურება უნდა მომატებოდათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოლომონ ჩოლოყაშვილი მიწის მესაკუთრეთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის იანვარს სამხედრო რაიონის კომისარმა, ვლადიმერ პ. გობეჩიამ და კავკასიის სამხედრო რაიონის უფროსმა რამდენიმე სადგურზე გაგზავნეს ტელეგრამები, რომლებშიც იტყობინებოდნენ, რომ, კავკასიის კომისარიატისა და კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის ბრძანების თანახმად, იქმნებოდა ნაციონალური ნაწილები, რის გამოც ფრონტის ხაზის დატოვებისას ჯარისკაცებს იარაღი ნაციონალური არმიის ნაწილებისთვის უნდა ჩაებარებინათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იაკობ გრიგოლის ძე მურადოვი განჯის გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

