რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ყიფიანი, გიორგი მამალაძე, დავით მაჭავარიანი, დავით ქუთათელაძე, სევერიან ჭყონია, გედეონ ხუნდაძე და დავით ჩხეიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ფოსტალიონი სევასტი შველიძე იღდირის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამია გურიელის მამულში მდებარე მონასტრის შეკეთებას მრევლის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მოსახლეობის მცირე ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ სოფელ მამათის ეკლესიას გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გადაარჩენდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ მამათის მოსახლეობის ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე დანგრევის პირას მყოფ ეკლესიას გადაარჩენდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ი. სიმონოვი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას თავმჯდომარეობდა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ალექსანდრე კონიაშვილი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და კონსტანტინე კვიკვიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ვიტებსკის ოლქის სასამართლო პროკურორი რუაძე კიევის პალატის სამოსამართლო პალატის პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 იანვარს „დროების“ რედაქციამ „ნობათის“ რედაქციისგან საჩუქრად მიიღო გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ს. თავართქილაძის წიგნის მაღაზია ექვს გაზეთს იღებდა. მკითხველთა უმრავლესობა მაღაზიით სარგებლობდა, რადგან სენაკში უფასო სამკითხველო არ იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სცენისმოყვარეთა გუნდმა ხაშურში წარმოადგინა ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ და „ცოლი ორის დღით“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს გურიის სოფელ აკეთში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა „ციმბირელი“. პიესის ავტორი – ავქსენტი ცაგარელი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 იანვარს სიმონ რცხილაძე თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას ესწრებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ოტო ბისმარკი ამავე წლის ივლისის დასასრულს გარდაიცვალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის ოლქის განყოფილების გადასახადთა ინსპექტორი ვირსალაძე ერევნის გუბერნიის ალექსანდროპოლის განყოფილების გადასახადთა ინსპექტორად გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, 1901 წელს ქალაქ სოხუმის პოლიციის ბოქაული რიაზანცევი სოხუმის ოლქის კოდორის ნაწილის უფროსად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 აპრილიდან თბილისის სახაზინო თეატრში ბ. ლუდვიგოვის ხელმძღვანელობით რუსული დრამატული დასის წარმოდგენები დაიწყო. დასში შედიოდნენ მსახიობები: მარტინოვი, ბ. ბ. ბეჟინი, დოლინი, სტეპანოვი, ჩერნოვი და ბ. ბ. პასხალოვი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს ოლღა ჭრელაშვილისამ ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროს მაცხოვრებლებს პატარა წიგნაკები უფასოდ დაურიგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, სოფელ ნიქოზის მოსახლეობას საეკლესიო სკოლის დაარსება სურდა. თავადი დიმიტრი ფავლენიშვილი სკოლას ყოველწლიურად 10 თუმანს სწირავდა.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წელს გარდაიცვალა ივანე ჯაჯანაშვილი, რომელიც მოღვაწეობდა ქართულ სცენაზე და „კავთელის" ფსევდონიმით წერდა გაზეთებში: „თეატრი", „ცნობის ფურცელი", „ივერია".

