რეგისტრირებული ფაქტები88091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს მიხეილ ვეზირიშვილმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია, ისინი მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე ახლად დაარსებული სასულიერო განმანათლებელი ძმობის წევრი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.

