რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არტემ სტეფანოვმა გაქცევა სცადა და ის მოკლეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ქიშმიშოვი თეოფანე ბორისოვს თავდებად დაუდგა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თევდორე პავლეს ძე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხალხური ზღაპრებით სავსე რვეული გამოუგზავნა. ზღაპრები ქართლსა და ფშავში იყო გაგონილი და ჩაწერილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება შეუდგა კავშირის გამგეობისა და საბჭოს არჩევნებს. თავმჯდომარედ დაასახელეს ალექსანდრე ჯაბადარი და ნიკოლოზ წვერავა, გამგეობის წევრებად − დათიკო კალანდაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი და სხვ.
1934
ტიპი: გარდაცვალება
1934 წელს მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფიოდორ ნოვრუზოვი ბაქოში ფოსტალიონად დანიშნეს და მას სახელმწიფომ ხელფასის სახით წლიურად 480 რუბლი დაუნიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილების კურდღელაურში მდებარე 94 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ გრიგოლის ძე არეშოვის თბილისის მაზრაში მდებარე 68 დესეტინასა და 1056 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ იოსების ძე ანდრონიკაშვილის ზემო ხოდაშენში მდებარე 1053 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თინათინ დავითის ასულ მაყაშვილსა და ეკატერინე რევაზის ასულ მაყაშვილს მარიამჯვარში 42 დესეტინა ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში 947 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ესტატე და გიორგი სულხანის ძე ვახვახიშვილებს კურდღელაურში 94 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რევაზ იოსების ძე ანდრონიკაშვილს ზემო ხოდაშენში 1053 დესეტინა და 1440 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იოსებ ივანეს ძე ციციშვილს ქვემო ნიჩბისში 122 დესეტინა და 240 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ოლღა ალექსანდრეს ასულ ნიკოლაძის დიდ ჯიხაიშში მდებარე 16 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბოსტნე, საბაღე და სავენახე ადგილებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან იოსებ ჩიტაძემ 3 მანეთი შესწირა, დარია ჩიტაძისამ – 2 მან., აფანასიევმა და ი. მალხაზაშვილმა – თითო მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძის მიერ გორში დაარსებულ ვაჟთა სასწავლებელში სწავლის საფასური 2 მანეთი იქნებოდა, ყმაწვილების მიღება კი 25 აგვისტოდან დაიწყებოდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით, ზაქარია და ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძეებს სიღნაღის მაზრაში 294 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრა ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილის კონდოლში მდებარე 308 დესეტინასა და 555 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსი ყოველ კვირას ქაშუეთის ეკლესიაში წირვას აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში გლდანელსა და ესებუაზე გამოთქმული ლექსი დაიბეჭდა.