საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88091

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 29 ივლისს პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ ევსევი ლუკას ძე ავალიანის შესახებ ცილისმწამებლური სტატიის გამო პროტესტი გამოუცხადა გაზეთ „ჩვენს მეგობარს“ (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, 1916-1917 წწ., ქუთაისი.).

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილობითი თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ გამოეგზავნათ 1914 წლის მოქმედების ანგარიში და ასევე რამდენიმე ათეული საზოგადოების წესდება განყოფილების წევრთათვის დასარიგელბად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 ივლისს ხონის თეატრში მარო მდივნის საბენეფისზე პოლიევქტოს კალანდაძის (ირეთელის) „ქრისტინე“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ივლისს გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი და ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

მაკარ რომანის ძე ჭავჭავაძე 1916 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 ივლისს ახალ სენაკში წარმოადგინეს ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 ივლისს ბორჯომში მჟავე წყლის სათეატრო შენობაში წარმოადგინეს „ხანუმა“, რომელშიც მონაწილეობდა ნ. ჯავახიშვილისა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივლისს წაღვერსა და აბასთუმანში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიშაშვილს წარმოდგენები უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი „მეგობრებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელიას პიესის „ქურდი ანუ კეთილისმყოფელი“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია „სამი საუკუნის წინეთ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „ქართველი გრიგორიანები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ხერხეულიძის მოთხრობა „უფსკრული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „საიდუმლო ტრაგედია“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე გაზეთ „სინათლესთან“ თანამშრომლობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით სიმონ ბადურაშვილის (კიკნა-ფშაველას) ნაწერებს გამოსაცემად ამზადებდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას სტატია „ჩვენ და ჩვენი თეატრი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კაზიმირ ცხომელიძე თბილისის სახალხო სამუსიკო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მინა ჯაფარიძის (ჯაფარ რაჭველის) სტატია „მგზავრის შთაბეჭდილებანი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძე ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომლობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე იასაღაშვილის ლექსი „ცრემლები ებრაელისა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 ივლისს სიღნაღის ახალ კლუბში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია კაზიმირ საველის ძე ცხომელიძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 ივლისს ლაგოდეხის ყაზარმის სცენაზე გამართულ საღამოზე შალვა მოლაშვილმა საკუთარი ლექსი წაიკითხა.