რეგისტრირებული ფაქტები89807
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილომამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის იანვრის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის უმასპინძლა.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ბათუმში დაიბეჭდა კრებული „ჩანგი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“, ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ლოცვა“,„ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“,„პოეტი“, „მესმის, მესმის“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ..“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“ და თარგმანები: „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ“, „ლოყით მოეპყარ“ და „კართა თანა“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის განკარგულებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებს მარტვილის მონასტრების ყველა მსახური ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს უნდოდა, რომ გურიისა და სამეგრელოს ყველა მონასტერში მეფუტკრეობა და აბრეშუმის წარმოება დაეწყოთ.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკადემიკოს ივანე თარხნიშვილს დეპეშით მეცნიერული მოღვაწეობის 30 წლისთავი მიულოცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სამეურნეო ბანკის კრების საქმიანობაში.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს მიხეილის ქუჩაზე არსებულ ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მეორე კლასამდე ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (II ნაწილი). ავტორი ძველი ჟურნალებიდან საუკეთესოდ ასახელებს 1863 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „საქართველოს მოამბეს“, მაგრამ ამასთანავე აკრიტიკებს, რომ არ ასახავდა ყოველდღიურ ყოფას, არ გამოდიოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ და ა. შ. ამიტომაც მისი აზრით, ალმანახს, წერილების კრებულს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ჟურნალს.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (III ნაწილი). ავტორის თქმით, გაზეთ „ივერიის“ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე პირველად 1863 წელს დამარცხდა როგორც პროგრესისტი, როცა ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“ გამოსცემდა, შემდეგ კი 1877 წლიდან „ივერიის“ გამოცემით უნდა გაემარჯვა როგორც კონსერვატორს.

