საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 აგვისტოს გაქცეული ჯარისკაცი იაგორ კუჩიაშვილი დაიჭირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 აგვისტოს ალექსანდრე ზარიძეს, გიორგი მელიშვილმა ვაგონიდან 30 მანეთის ღირებულების ოქროს ქინძისთვი მოპარა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი მელიშვილი ოქროს ქინძისთავის ქურდობის გამო დააკავეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 აგვისტოს გრიგოლ პაატოვს თელავში სარდაფიდან სოსო ვარძელოვმა 360 მანეთი, ოქროს საათი და ვერცხლის ქამარი მოპარა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსო ვარძელოვი ქურდობისთვის დააკავეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატია „საერო ენა და სათემო კილო“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ვ. ორბელიანისას ხელმძღვანელობით ახალქალაქში საქალებო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამია გურიელმა ჰომეროსის ილიადას რამდენიმე თარგმანი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ჯავახეთში მდებარე მურჯის შესახებ ვასილ კოპტონაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იესეს ძე თუმანიშვილი პოლკოვნიკი იყო.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941 წლიდან პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე გერმანიის უმაღლესი სარდლობის მთავარი შტაბის წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ივანე მაქსიმეს ძე ცომაია საქართველოში დაბრუნდა და პარტიული მუშაობა განაახლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ივანეს ძე თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 150 დესეტინასა და 960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით ივანეს ძე ავალოვს სიღნაღის მაზრაში 1620 დესეტინა და 786 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ივანეს ძე ავალოვის სიღნაღის მაზრაში მდებარე 1620 დესეტინასა და 786 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებს და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქეთევან სიმონის ასულ ციციანოვის წრომში მდებარე 72 დესეტინასა და 1890 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მიხეილ ივანეს ძე თარხან-მოურავს სათარხნოში 150 დესეტინა და 960 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილებიდა საძოვრები ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ჟუკოვსკი თბილისის ოლქის სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელეებად დაინიშნენ პლატონ თოფურია, ნინა ბახტაძე, კონსტანტინე ხოხიაშვილი, ვერა შარვაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელეებად დაინიშნენ ნინა გამყრელიძე, მელიტონ ობოლაძე, პეტრე ხითაროვი, გრიგოლ გუგუშვილი, ეფრემ ვეკუა, კონსტანტინე დარჯანია.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოხუმში ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ უნდა წარმოედგინათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს კირხნერს თბილისში ბუფეტი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 21 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს დარბაზში კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებაზე დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს უნდა წაეკითხა საისტორიო მიმოხილვა ოსმალეთში მიღებული მიწათმფლობელობის სისტემის შესახებ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებათა წარმოების მასალებისა“ დაიბეჭდა და მაღაზიებში იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 18 აპრილს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი და სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი თბილისის ფრანგული დასის მიერ წარმოდგენილ ოპერეტს, „მილოს“ დაესწრნენ.