რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილსა და დავით, გიორგი და მიხეილ ანდრიას ძე კობიაშვილებს მლაშეში 86 დესეტინა ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და საძოვარი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დიმიტრი გრიგოლის ძე ციციშვილსა და ელისაბედ გრიგოლის ასულ ციციშვილს ბულაჩაურში 246 დესეტინა და 420 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი გრიგოლის ძე ციციშვილისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ ციციშვილის ბულაჩაურში მდებარე 246 დესეტინასა და 420 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე და საძოვარ ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბერუჩოვმა ლეჩხუმის მაზრის ერთკლასიანი სკოლის შენობა შეაკეთა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ თ. ახვლედიანს ჩააბარა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეგზადოვი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიახინი ზაქათალის სასწავლებლის ინსპექტორიბიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაია ლეჩხუმის მაზრის უფროსი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილის კობიაანთკარში მდებარე 27 დესეტინასა და 663 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანს ლეჩხუმში სახლი დაუწვეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანი ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ბარეულის მცხოვრებმა ნ. წულუკიძემ დამბაჩით თავი მოიკლა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილისა და დავით, გიორგი და მიხეილ ანდრიას ძე კობიაშვილების მლაშეში მდებარე 86 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილს კობიაანთკარში 27 დესეტინა და 663 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილების კობიაანთკარში მდებარე 31 დესეტინასა და 1550 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილებს კობიაანთკარში 31 დესეტინა და 1550 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში გიორგი დავითის ძე ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“ უნდა წარმოედგინათ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი 15 წლის განმავლობაში ბლაღოჩინი იყო და სასულიერო სასწავლებელს ემსახურებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ნინა ქიქოძისამ და კესარია ღლონტისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2-2 მანეთი შესწირეს, ანა თაყაიშვილისამ - მანეთი, ილია ჭყონიამ - 3 მანეთი, კოსტანტინე კვაშალიამ - 50 კაპიკი.