რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ალექსანდრე ლომთათიძე, განიხილეს მთიელთა მთავრობის წარმომადგენელთა საერთო შეთანხმების საკითხები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საერობო და გამიჯვნის კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა აკაკი ჩხენკელი, კომისიის წევრებად – გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ ნათაძე, ივანე გომართელი, ალექსანდრე მდივანი და პეტრე გელეიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საფინანსო კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა კონსტანტინე მესხი, კომისიის წევრებად – კონსტანტინე კანდელაკი, პეტრე ქავთარაძე, იასონ ლორთქიფანიძე და თედო ღლონტი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა სამოსამართლეო და ადმინისტრაციული კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა გრიგოლ რცხილაძე, კომისიის წევრებად – გრიგოლ დიასამიძე, რაჟდენ არსენიძე, იესე ბარათაშვილი და პეტრე ქავთარაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცდა სასკოლო და ხელოვნების კომისიის შემადგენლობა. გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე, კომისიის წევრებად – დიმიტრი უზნაძე, ვარლამ ბურჯანაძე და ლევან ნათაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გლეხთა დეპუტატების ადგილობრივ ცენტრს უარი ეთქვა ფინანსურ დახმარებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სამიწადმოქმედო კომისრის ამხანაგად ნოე ხომერიკი აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე უნივერსიტეტის მართვა-გამგეობაზე ისაუბრა გრიგოლ ლორთქიფანიძემ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილს სამხედრო ნაწილში წესრიგის დასამყარებლად საჭირო ზომების გატარება დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიდან ქონების სექციის საქმეში გადმოტანილი ამონაწერის სიზუსტე დაადასტურა დავით ნახუცრიშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობიდან გამგეების დანიშვნის საკითხი, რომლებსაც დაევალებოდათ სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებისგან კომიტეტების შედგენა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე გადაწყდა, კახეთიდან გამოეწვიათ აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს ადევნებდა თვალყურს. აფხაზავას დაავალეს, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაჰყოლოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის დეკემბრისათვის ქართულ სამხედრო კორპუსთან დაარსდა ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი დავით ვაჩნაძე. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. იმავე დროს მაზნიაშვილი ირიცხებოდა მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში შალვა ამირეჯიბი საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 ცნობით, 1-ლ დეკემბერს ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან მილიციელმა გურგენიძემ დააკავა 4 ფუთი შაქარი, რომელიც მიჰქონდა ვ. კაკიტელაშვილს. მან მილიციონერს ქრთამად 40 მანეთი მისცა, მაგრამ მან ფულიცა და შაქარიც სამილიციო ნაწილში წარადგინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც რკინიგზაზე მომსახურე მდინარაძის სიკვდილის შესახებ ისაუბრა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახური გააკრიტიკა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის დეკემბერში ვალერიან თევზაძემ და პოლკის უფროსი შტაბის პოლკოვნიკმა ვასილჩენკომ შვებულება აიღეს და ერთად გაემგზავრნენ თბილისში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას ასევე ესწრებოდნენ მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ წერილი გაუგზავნა ალექსანდრე ლომთათიძეს, ლეონ ნათაძეს, გრიგოლ ნათაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს, გრიგოლ მაღალაშვილს, ივანე ჯავახიშვილს, პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, გიორგი ლასხიშვილსა და კოტე მესხს ქართული უნივერსიტეტისა და ქართული გიმნაზიის დახმარების საკითხის თაობაზე შეხვედრის დანიშვნის შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ბოლოს ვასილ გაბაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა, თუმცა, მალევე გადადგა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 29 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი, კავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე და შრომის კომისარი, მოხსენებით გამოვიდა სხდომაზე, სადაც რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის საკითხი განიხილებოდა.

