რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 მარტიდან აკაკი გვახარია ბათუმის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ქობულეთის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 2 მარტს მინა ნიკოლოზის ძე როინიშვილი მოსკოვის მონასტრის ლაზარეთში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძეს ფილტვების ანთება ჰქონდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო სათათბიროს სხდომებს ვერ ესწრებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლადო ქარცივაძე მასწავლებელი იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი სამკურნალოდ სოხუმის სანატორიუმში უნდა წასულიყო.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე სასტუმრო „ნოეს“ მფლობელი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების კრებაზე ია კარგარეთელს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ენის სიმდიდრე სამუსიკი ტერმინებით“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ლადო ქარცივაძე ოზურგეთში ჩამოასვენეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ნათაძე დეკანოზი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძემ ეროვნული მუსიკის (ჩონგურ-ჭიანურის) მცოდნე-მოყვარულთა წასახალისებლად ორი პრემია დანიშნა. შეჯიბრება ოზურგეთში უნდა გამართულიყო.

