საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89767

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 26 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 29 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ვითარება ევროპაში და ბისმარკი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის პირველი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 31 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ენისლელების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია-გერმანიის ურთიერთობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ხიზნების საქმე“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი მოადგილე ალ. აფხაზი თელავის მაზრის უფროსის უფროს მოადგილედ დაინიშნა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში ექვთიმე ხელაძის სტამბაში რუსულად დაწერილი ილია ხონელის წიგნი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხული მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი კონსერვატორიაში მივიდა გასაუბრებაზე და ხმით ისე მოხიბლა პედაგოგები, რომ სახელმწიფო დაფინანსებით მიიღეს სასწავლებელში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ინჟინერმა ე. ლ. ვედენეევმა უმაღლეს მთავრობაში განცხადება შეიტანა რკინიგზის თანამშრომლებისთვის მიწების შეძენის გამარტივების თაობაზე. მიწის საფასური რკინიგზის სამმართველოს უნდა გადაეხადა და შემდეგ მფლობელისთვის ხელფასიდან დაექვითა.

1864

ტიპი: გარდაცვალება

1864 წლის 15 სექტემბერს სოფ. ბაზალეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ათანასე სიმონის ძე ჭიპაშვილი გარდაიცვალა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-57 წლებში იოანე გიორგის ძე გამრეკლიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს თედორე ნიკოლოზის ძე ჭიპაშვილი სოფ. ბაზალეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს სიმონ სიმონის ძე ჩარკვიანი სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864-89 წლებში ანტონ ანდრიას ძე ბალანჩივაძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წელს სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანტონ ანდრიას ძე ბალანჩივაძე გარდაიცვალა.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს სიმონ ნანიტაშვილი სოფ. ბაზალეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-80 წლებში ვასილ იესეს ძე ტაბიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 23 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თოიძის წერილი რესტორნებში ნიხრის შემოღების შესახებ.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილმა მეორე კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს სომხურ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „დანგრეული ოჯახი“ წარმოადგინეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 23 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა პედაგოგ ონისიმე ივანეს ძე ჭიკაძის წერილი. იგი მადლობას უხდიდა იოსებ ლეჟავას მოსწავლეებისთვის წიგნის „ფაბიოლა ანუ უწინდელი ქრისტიანები“ 40 ეგზემპლარის გაგზავნისთვის.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 24 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ბორჯომში გაემგზავრა.