საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 22 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი“. ავტორი წერს ქალთა უმწეო მდგომარეობაზე მიუხედავად გამოცხადებული თანასწორობისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N22 კატო მიქელაძე წერს, რომ 1913 წელს ბელგიაში სოციალისტთა საერთაშორისო ბიუროს მდივანმა გააუპატიურა ქალი და როცა ეს ფაქტი გაცხადდა, მის კოლეგებში ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ეს პირი გადაიკარგა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N22 კატო მიქელაძე წერს, რომ ქ. ქუთაისში ახალი მთავრობის სრული მმართველობის დროს უამრავი უსამართლობა ხდება ქალის მიმართ. ქუთაისის ქალთა პოლიტიკური კლუბის ბიუროს ეუწყა ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები პელაგია ნარიშელაშვილის შესახებ, რომელიც დაქვრივდა ორი თვის წინ და დარჩა ორი შვილი. მამამთილმა და მაზლებმა მას გამოუცხადეს, რომ დაეტოვებინა ბავშვები და თვითონ წასულიყო სადაც სურდა. ქალი არ დათანხმდა, რის შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს. მომრიგებელმა მოსამართლემ კი ბავშვებზე მეურვეობა მამამთილს მიანიჭა, ხოლო ქვრივს აუწერეს ყველაფერი და აიძულებდნენ ოჯახიდან გაძევების ოქმისთვის ხელის მოწერას. ამ ფაქტს შეესწრო ქალთა კლუბის წევრი, რომელმაც ხელი არ მოაწერინა უკანონოდ შედგენილ ოქმზე. დაქვრივებულმა დედამ არ იცის როდის წაართმევენ შვილებს. მაგრამ მას ქალთა ორგანიზაციამ უჩვენა გზა, როგორ უნდა იბრძოლოს საკუთარი უფლებებისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N22 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კორნილოვის გამოლაშქრება სრული მარცხით დამთავრდა. ის დატყვევებულია. პეტროგრადში რჩეული რევოლუციონური ჯარი იგზავნება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N21) სელოს ძმის ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“  ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N22 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (როგორ ვებრძოლოთ პროსტიტუციას), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ განთავისუფლების პირველივე დღეებიდან კავკასიისა და ქართველ ქალთა საზოგადოებებმა ქალაქის კომიტეტს თავიანთ წრეში მიღების თხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ ქალთა 14 საზოგადოებისგან შეერთებულმა კომისიამ თხოვნა კომისარიატს გაუგზავნა, საიდანაც პასუხიც არ დაუბრუნეს. ხელს უშლიდნენ ქალის გაყვანას უბნის კომიტეტშიც კი. ქალაქის 120 ხმოსანს შორის მხოლოდ 5 ქალი იყო. ავტორის აზრით, ქალები პარტიებში მესამედი მაინც რომ ყოფილიყვნენ, მუშაობა უფრო შეთანხმებული და ნაყოფიერი იქნებოდა, როგორც ნორვეგიასა და ავსტრალიაში.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 6 სექტემბერს ნიკოლოზ ჩხეიძე სამშობლოში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავად აირჩიეს ნაფიცი ვექილი დიმიტრი კალანდარიშვილი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ – არჩილ ჯაფარიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 რედაქციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ კვირას, 3 სექტემბერს საერთო ქალთა კლუბის ბიუროში, საღამოს 7 საათზე კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „საჭიროა თუ არა ქალთა კავშირები“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 სექტემბერს გიორგი ლევანის ძე თედორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავი მოიყარეს რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსულმა გამოცდილმა მხედართმთავრებმა, მათ შორის იყვნენ გენერლები: ილია ოდიშელიძე, ვასილ გაბაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, იმნაძე, იოსებ გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 1-ლი სექტემბრისათვის შემდეგ პირთა სახელზე, რომლებიც იყვნენ საშემსრულებლო კომიტეტისა და სხვადასხვა კომისიის წევრები, გაიცა ატესტატები სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ: 1. მიხეილ გახოკია, 2. ილია გოლუბეევი, 3. სერგო გონჩაროვი, 4. მ. ენჩმენი, 5. ივან ეგოროვი, 6. ანდრეი ჟილიაკოვი, 7. ნიკოლაი ყიფიანი, 8. სიმონ ვკლუჩევი, 9. კერესელიძე სიმონ, 10. კუროჩკინი ვასილი, 11. კვაჭაძე დანილი, 12. კარპენკო პეტრე, 13. ლომთათიძე გრიგორი, 14. მოროზოვი გრიგოლი, 15. მიხეევი ანდრეი, 16. სერგო მუხარინსკი, 17. ვლადიმერ ნოჟკინი, 18. ოსიპოვ პაველი, 19. პეტროვი ვასილი, 20. პაპჩენკო არკადი, 21. სანიკოვი ვასილი, 22. ტროპაიძე ზავედეი, 23. ტერეხოვ ივან, 24. უმანცევი ალექსანდრე, 25. შტეინინგერი ედვინი, 26. არკადი სანიკიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 24 აგვისტოს სრულიად რუსეთის რკინიგზელთა დამფუძნებელმა ყრილობამ, რომელიც მოსკოვში გაიმართა, დაამტკიცა შრომის ანაზღაურების ნორმები მოსამსახურეთა კატეგორიების მიხედვით. დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღია 1917 წლის 1-ლი სექტემბერი. ხელს აწერენ: Викжель-ის თავმჯდომარე მალიცკი, შრომის კომისიის თავმჯდომარე სენიუშკინი, შრომის კომისიის წევრი პრიანიჩნიკოვი, Викжель-ის მდივანი ნესტერენკო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N22 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკიმ რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. სახელმწიფოს დასაცავად 5 წევრიანი დირექტორია შედგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს დეპეშით აუწყებს, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, 1917 წელს უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა შეწყვიტეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა.