საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92415

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.

1917

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 1 სექტემბრის გამოცემის თანახმად, რედაქციამ მიიღო ევგენი დვალის ლექსების კრებულები: „გამარჯვება", „რაჭველი", „ქალი", „საქართველო", „მწარე სიმღერები" და „ილია და აკაკი".

1917

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 1-ელი სექტემბრის გამოცემა იუწყებოდა, რომ რედაქციამ მიიღო იოსებ ავალიშვილის „მათემატიკური ტერმინების" ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის სექტემბრიდან 1918 წლის იანვრამდე ზაქარია მდივანი იყო ბათუმის სიმაგრის შტაბის უფროსი, ბათუმის სამხედრო კომენდანტი და ბათუმის ოლქში განლაგებული ყველა საჯარისო ნაწილის უფროსი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „31 აგვისტო“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა უფლებებსა და თანასწორობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 გამოქვეყნებულ კატო მიქელაძის პუბლიკაციაში „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“ განიხილულია ქალთა მონური მდგომარეობა და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსი „მტირალი ქალწული“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პირველობის მანია“, სადაც ავტორი საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ თბილისში ხმები დადიოდა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის იალტიდან გაპარვის შესახებ. ფიქრობდნენ, რომ იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირაკლი წერეთელი ექიმების რჩევით საქართველოში მოდის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გაიცა ბრძანება გენერალ კორნილოვის დასაჭერად. დადიოდა ხმები, რომ იგი პეტროგრადში მიმავალ საკავალერიო რაზმს მეთაურობდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება ხმების შესახებ, რომ კერენსკის მეთაურობით თორმეტი კაცისგან შემდგარი დირექტორია არსებობს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ყოფილი მეფის ნაცვლის თანაშემწე გენერალი მიშლაევსკი თბილისში ჩამოვიდა. მას დავალებული ჰქონდა, მთავრობითვის წარედგინა მოხსენება კავკასიის მხედრობისა და სტრატეგიული მდგომარეობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N21-ის (რედაქტორი კატო მიქელაძე) ცნობით, ქუთაისის წყალგაღმა უბანში ამავე უბნის ინტელიგენტთა თაოსნობით დაარსდა ერთკლასიანი სახალხო სკოლა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, გაზეთ „კავკაზსკოე სლოვოს“ ატყობინებენ, რომ ნიკო ნიკოლაძე ტოვებს ქ. ფოთს. მანვე უარი განაცხადა ჭიათურის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს კავკასიის ლაშქრის მთავარსარდლისგან მოუვიდა დეპეშა, რომ კორნილოვმა სატახტო ქალაქის წინააღმდეგ გაილაშქრა და საჭიროა მცხოვრებთა მოწოდება მშვიდობის შესანარჩუნებლად.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, გაათავისუფლეს ნესტორ კოკაია, რომელსაც კონტრ-რევოლუციონერობაში სდებდნენ ბრალს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა პუბლიკაცია „საუბარი მუშა ქალებთან“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 იუწყება, რომ ბესარიონ კონსტანტინეს ძე მიქელაძემ სოფელ კულაშის პირველ მაცხოვრის კუთხის სამკითხველოს გამოუწერა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ წლის ბოლომდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 იუწყება, რომ ოლღა მინას ასულმა ბახტაძემ სამტრედიის სოფლის სამკითხველოს გამოუწერა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ წლის ბოლომდე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 21 დაბეჭდილია ბადუ გამზარდიას სამადლობელი წერილი, რომელშიც სოფელ ზედა თეკლათის (სენაკის მაზრა) უფასო წიგნსაცავი-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის სახელით მადლობას უხდის ნასტია გრიგოლიას ამავე სამკითხველოსთვის მიმდინარე წლის ბოლომდე გაზეთის გამოწერისთვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაიბეჭდა ელისაბედ მამფორიას სამადლობელი წერილი, რომელშიც ის ამავე გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს მელქისედექ დიმიტრის ძე მიქელაძეს, რომელმაც კულაშის მთავარანგელოზის ეკლესიას შესწირა 100 მ. და თეატრის სახლს 100 მ., რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან კულაშის საზოგადოება და თეატრის გამგეობის წევრები.