საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვლადიმერ ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო დიმიტრის ასული ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ალექსანდრეს ასული ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ოჯახის წევრი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა დიმიტრი დავითის ძე ტატიშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 11 იანვარს დიმიტრი დავითის ძე ტატიშვილის გარდაცვალების ათი წლისთავზე სოფელ ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დანიშნული იყო მისი სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იოსების ასულ დადიანის მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ე. ე. ხანდანოვი, ს. ა. ღამბაროვი, ე. ა. მადისონი, ბ. ი. ამირაღოვი, ლ. ა. შავერდოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

სასამართლოს პალატის წევრმა გ. ზ. ჩაჩიბაიამ დაადგინა, რომ 1920 წლის 2 თებერვალს თბილისი ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებზე დაეშვათ: ი. გ. ჯივანიანცი, ა. ს. აგაჯანიანცი, ს. ზ. ხანკალამოვი, ტ. გ. ტერ-გევონძიანცი, დ. ზ. გულულოვი, ე. ე. ხანდანოვი, ს. ა. ღამბაროვი, ე. ა. მადისონი, ბ. ი. ამირაღოვი, ლ. ა. შავერდოვი, კ. ნ. კანანოვი, ე. მ. ტურკევიჩი, მიპ. ასტვაცატუროვი, ი. გ. მელიქოვი, მ. ა. ხუბურიანცი, გ. ს. ბაღდასაროვი, პავლე მარკოზის ძე დოლუხანოვი, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი, პ. ი. სარქისოვი, ი. ა. კორღანოვი, ი. გ. ქრისტეფოროვი, ი. ი. კარაევი, გ. ს. ენიკოლოპოვი, ნ. ე. მზარეულოვი, ბ. ი. იელაგიანი, ს. გ. ტერტეროვი, ი. ნ. სტეპანოვი, ვ. ი. წოვიანოვი, ხოლო დანარჩენთათვის უარი ეთქვათ მონაწილეობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: კ. ნ. კანანოვი, ე. მ. ტურკევიჩი, მიპ. ასტვაცატუროვი, ი. გ. მელიქოვი, მ. ა. ხუბურიანცი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: გიორგი დეკანოზიშვილმა, იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ და სხვებმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნიკოლოზ ელიავა დაეთანხმა ილია ჭავჭავაძის გადაწყვეტილებას, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა კატალოგი ორ ეგზემპლარად ეწარმოებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ ნინო ნაკაშიძის საბავშვო პიესას „კოტეს დანაშაული“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში წარმოადგენდნენ „მარიამ მაგდალინელს“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალ. ს. ლორთქიფანიძე იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან გახსნა სავაჭრო სააგენტო-საკომისიო კანტორა, რომელიც მდებარეობდა დამფუძნებელი კრების ქ. N5-ში და იყიდებოდა სამეურნეო-სამრეწველო საქონელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ექიმი ისაკ იაკობის ძე მინოვიჩი იღებდა შინაგან და ბავშვთა სნეულებიან პაციენტებს ქუთაისში, ქარვასლის ქუჩა N5 (მწვანე ბაზარი), ყოფილი ექიმ ჭოღოშვილის ბინა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის სასაფლაოზე 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სუსანა მოროისის ასული ჯორჯაძისა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე ჯორჯაძე ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის შვილი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 იანვარს რახიელ დიმიტრის ასულ ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისა ფლობდა ბინას გუნიბის ქ N56.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე ფალავანდიშვილი რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია დავითის ასული ფალავანდიშვილი-გედევანიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე თარხნიშვილი-ფალავანდიშვილისა რახიელ დიმიტრის ასული ამირეჯიბი-ფალავანდიშვილისას რძალი იყო.