საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89748

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შ. ლეკვიაშვილმა ქართულად თარგმნა შექსპირის „ქარიშხალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 8 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის ლექსი, მიძღვნილი იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ხსოვნისადმი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ „მარგარიტა გოტიე“ ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში ნინო პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში გ. გუნიას, ილ. იმედაშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ანდრია მურუსიძისა და პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლამდე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 6 ივნისს მიხეილ ჟღენტი ციხეში ჭლექით გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „სტრიქონები“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისიდან ბაქოში გეგმავდა გამგზავრებას.

1916

ტიპი: ნასამართლეობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ვარლამ ადამის ძე ხუროძე ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ასატრახანში გადაასახლეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკადემიკოსი ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო დარჩიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დარია ახვლედიანის სტატია.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილთან ერთად ზამთარში მოსკოვის მცირე თეატრში უნდა ემუშავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიო ნიკოლოზის ძე კალანდაძის ლექსი „საბრალო დათია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელის ლექსი „შავი თმა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძის თხზულება „რებეკა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ივანე ლობჟანიძემ 13. 10 მანეთი შესწირა, ანდრო დოლიძემ – 2. 95 და კ. გ. მაღრაძემ – მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარი რამან აბაზაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ზაფხულის თვეებში სიღნაღში მიიწვიეს სამუშაოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილის მიერ ნათარგმნი რომანის „ლიუდოვიკოს მეთოთხმეტე“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია ფინიკიელებისა და მათი ცივილიზაციის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია საზოგადოება „იმედის“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილმა ბაქოს ციხეში ქართულად თარგმნა რომანი „ლიუდოვიკო მეთოთხმეტე“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსე ივანეს ძე თოიძე, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, ლადო დავითის ძე გუდიაშვილი, ხალილ მუსაევი და სხვ. მხატვრები დავით გარეჯში გაემგზავრნენ ძველი ფრესკების გადმოსახატად.