რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ირაკლი წერეთელი პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, დროებითმა მთავრობამ იოსებ გობეჩია კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად დანიშნა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე რუსეთის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალი საბჭოს წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სასკოლო და ხელოვნების კომისიის გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილია ნებიერიძე პარტიულ დავალებებს 1917 წლამდე ასრულებდა, სანამ სმენა არ დაკარგა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ჭიათურის მრეწველთა საბჭომ და საზოგადოება „ჩემომ" ალექსანდრა დარახველიძის ხელით თბილისის უნივერსიტეტს სამჯერ გადასცა 100 გირვანქა სტერლინგი მოწყობილობების საზღვარგარეთ შესაძენად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად ალექსანდრა დარახველიძემ გადასცა ჭიათურიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქიმიური ლაბორატორია.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატიულ და ეროვნულ-დემოკრატიულ სტუდენტურმა ფრაქციამ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ სტუდენტთა ორგანიზაციის კრებაზე არჩეული დელეგატები არ იყვნენ მთლიანი სტუდენტობის წარმომადგენლები, რადგან მათ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებსა და ეროვნულ-დემოკრატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ხელს აწერს მიხეილ ხერხეულიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის რევოლუციამ პარმენ ჭიჭინაძეს როსტოვში მოუსწრო და იქ ჩაება მუშაობაში. ამხანაგებმა რევოლუციის პირველ დღეებშივე მიმართეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 1919 წლამდე ეს ვერ მოახერხა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) გამომცემლობის რედაქციაში შეიტანა განცხადება პირადი პრობლემების გამო რედაქტორობისაგან გათავისუფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა სთხოვა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლიდან ზაქარია მდივანი სხვა ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვასილ გაბაშვილი და სხვ.) ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი არჯევანიძე 1917 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-1921 წლებში ვასილ გაბაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის აღმშენებლობაში მონაწილეობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი კვინიტაძე ახლადშექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-1921 წლებში მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული იდეოლოგიური უთანხმოების გამო გიორგი კვინიტაძეს ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-1921 წლებში გიორგი კვინიტაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულ სამხედრო გაზეთთან, აქვეყნებდა სტატიებს და არჩეული იყო სამხედრო ცოდნის მოყვარულთა ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1917 წელს წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1917 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლამდე ივანე ციციშვილი ციმბირის 45-ე მსროლელი პოლკის მეთაურად მსახურობდა.

