საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს საფრანგეთში რუბენს და თამარ კახელაძეს ქალიშვილი შეეძინათ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს საფრანგეთში მყოფ დავით შარაშიძეს ნაშრომებისთვის სჭირდებოდა გრიგოლ გიორგაძის წიგნები, ასევე წიგნები საქართველოს ისტორიული და სოციალური წარსულის შესახებ.

1930

ტიპი: ნასამართლეობა

1930 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა გადასახლებული იყო. კატორღიდან დაბრუნების შემდეგ ის სახელმწიფო კონტროლისა და სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1937 წლებში ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპშის” რედაქციაში მუშაობდა პარტიული განყოფილების გამგედ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა სურენ ავჩიანის „ხელოსნობა და ხელოვნება“.

1930

ტიპი: განათლება

1930-1933 წლებში ლავროსი კალანდაძე სწავლობდა ლიტერატურის წითელ პროფესურის ინსტიტუტში.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჭეიშვილის ნარკვევი „ბრიგადირის დღიური“.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ეკონომისტ-მგეგმავად ცეკავშირში.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „ორი მზე“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა თარგმნა ბოგდანოვის „პირველი გოგონა“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანი „სართულები“.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მუდმივი წევრი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა საქართველოს დრამკომში პასუხისმგებელ მდივნად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო გამომცემლობა „ქართული წიგნის“ დირექტორი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1937 წლებში ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპში“ პარტიული განყოფილების გამგედ მუშაობდა.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე გამომცემლობა „ქართული წიგნის“ დირექტორი იყო.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წელს სოლომონ ცაიშვილი მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატში, საუწყებო ჟურნალისა და გაზეთის რედაქციებში რედაქტორად, ხან კი განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-32 წლებში სოლომონ ცაიშვილი იყო ჟურნალ „კულტურული მშენებლობის“ მდივანი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-იან წლებში პარიზში ნოე რამიშვილის ინიციატივით მოეწყო სამხედრო კურსები, რომლებსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელძღვანელობდა.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს სოლომონ ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1933 წლებში კლიმენტი გოგიავა მუშაობდა გაზეთ „გოსკინპრომოვცის“ რედაქტორად თბილისში.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს ანდრო თევზაძემ დაამთავრა სამტრედიის საშუალო ათწლიანი სკოლა.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში ანდრო თევზაძე იყო გომის საშუალო სკოლის პედაგოგი.