რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოში შაქრო საფაროვის მონაწილეობით „ახლანდელი სიყვარული“ და „მე მოვკვდი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქეთევან კალაძე ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვს შემოდგომაზე თბილისში სასცენო სტუდია უნდა დაეფუძნებინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 აგვისტოს ავლაბრის თეატრში ვანო ივანეს ძე გიგოშვილის ნათარგმნი „არშინ მალ-ალანი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ივანე ციციშვილი 1916 წლის 26 აგვისტოს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 25 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ილია ბიბილეიშვილი, აგრაფინა საჯაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე და დიმიტრი აქვსენტის ძე ანჯაფარიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკა, რომლის გამგე იყო გედეონ ხუხუნი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სალომე ბეჟანის ასულმა გურგენიძისამ თითქმის მთელი თავისი ქონება ქართულ გიმნაზიას შესწირა.

