საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენადი ყორღანოვი პიანისტი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილის ფსევდონიმი ნ. ურბნელი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარაჯ პაპიევი გიორგი ქარსელაძის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან თარხნიშვილს სოფელ ახალქალაქში მამული დაეწვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „შთაბეჭდილებანი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 აგვისტოს კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი საქართველოში ჩამოვიდოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხაროვი სასამართლოს ბოქაული იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბესალომ იოანესიანი თბილისელი სომხების სემინარიის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „შმაკის“ ცნობით თბილისელი სომხების სემინარიის მასწავლებელმა აბესალომ იოანესიანმა დიდი რუსულ-სომხური ლექსიკონი შეადგინა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკი პ. პ. კულბერგი თბილისში დაბრუნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. პ. კულბერგი რუსეთ-ავღანეთის საზღვრის გამმიჯვნელი კომისიის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. პ. კულბერგს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოს რკინიგზას. სტატიიდან ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისარი იყო ნინუა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნინუა დანიშნეს მეისრედ სადგურზე „Баку“.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ნინუა ტექნიკურ თანამდებობაზე მსახურობდა სადგურზე „Михайлово“.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ნინუა დანიშნეს კომერციულ კანტორშჩიკად სადგურზე „Эриазн“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ნინუა სადგურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა სადგურზე „Арарат“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი სტატიის ცნობით, რევოლუციამ ნინუას კარიერის აწყობის შესაძლებლობა მისცა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინუა დროებით დაინიშნა კანტორშჩიკად საქართველოს რკინიგზის სატვირთო განყოფილებაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნინუა დაინიშნა საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის კომისრის თანამდებობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს რკინიგზის კომიტეტმა ნინუა წარადგინა მატარებლების გადაადგილების სამსახურის კანტორის უფროსად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც საქართველოს რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახური გააკრიტიკა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში დეპუტატთა კრებაზე ნინუა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც რკინიგზაზე მომსახურე მდინარაძის სიკვდილის შესახებ ისაუბრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს რკინიგზის კომიტეტმა ისარგებლა ავადმყოფების უკმაყოფილებით რკინიგზის საავადმყოფოში მიტანილი პურის გამო და ნინუა დანიშნა შეუზღუდავი უფლებების მქონე კომისრად.