საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა თუ გამგეობას ორი-სამი მუშა შეუერთდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ხალხისთვის უფლება უნდა მიეცათ ჩაბმულიყვნენ საზოგადოების კულტურულ საქმიანობაში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საწევრო გადასახადის მანეთამდე შემცირების საკითხის გადასაწყვეტად ფარული კენჭისყრა გამართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის მანეთამდე შემცირების საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტა მოითხოვეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე წინააღმდეგი იყო კენჭი ეყარათ პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებისთვის, რომ გამგეობას შუამდგომლობა აღეძრა შესაბამის ორგანოებთან წესდების მეათე მუხლის შესაცვლელად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ მოითხოვა თავისი წინადადებისთვის – გამგეობას შუამდგომლობა აღეძრა შესაბამის ორგანოებთან წესდების მეათე მუხლის შესაცვლელად – კენჭი ეყარათ კრების წევრებს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ბალიაშვილმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ სარაჯიშვილმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ირაკლი ამირაჯიბმა, ბალიაშვილმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის შემცირების საკითხის გადასაწყვეტად კენჭისყრა მოითხოვეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ირაკლი ამირაჯიბმა და სხვა წევრებმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 1914 წლის 7 დეკემბრის კრების ოქმი უცვლელად დაამტკიცეს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 1914 წლის 7 დეკემბრის წლიური კრების ოქმი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ ხალხი მზად იყო საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მათ მაღალი საწევრო გადასახადი აბრკოლებდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა, რომელსაც 172 ნამდვილი წევრი დაესწრო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 13 დეკემბერს კათოლიკების ეკლესიაში გაიმართა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.