რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება თარიღი კლებადობით
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 22 თებერვალს შალვა რადიანმა რაჟდენ გვეტაძეს მისწერა და მოსთხოვა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს გასაბჭოების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 24 თებერვალს განათლების მუშაკთა სახლში გაიმართებოდა.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ თბილისში მალე გამოიცემოდა მისი ლექსების კრებული და მოთხრობა „ჭიაკოკონა“.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს ბესარიონ ივანეს ძე ყავრიშვილი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი იყო.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში ალიო მირცხულავა მწერალთა ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1935 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პროლეტარ მწერალთა ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი, მწერალთა ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი და მწერალთა სამდივნოს წევრი.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმისთვის“ ექსპონატების შესაგროვებლად გიორგი ლეონიძე დადიოდა ოჯახებში. ასე აღმოაჩინა უამრავი საინტერესო საბუთი, ილიას და აკაკის ხელნაწერები. ექსპონატებს შორის იყო ილია ჭავჭავაძის საბანკო საქმე (რუსულად), „ბაბილონის ხელმწიფის დაუდ-ფაშის“ წერილი თავის მშობლებთან. ასევე დიდ შენაძენს წარმოადგენდა „ქილილა და დამანას“ ხელნაწერი.
1931
ტიპი: ღონისძიება
1931-1933 წლებში პირველმა გიორგი ლეონიძემ შეკრიბა ცნობები ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ. დაწერა მისი ბიოგრაფია, თბილისსა და რაიონებში ფიროსმანის 20-მდე სურათი შეკრიბა და მეტეხის მუზეუმს გადასცა.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა სტალინის სახელობის ორთქლმავალთა სარემონტო ქარხნის სალიტერატურო წრეს.