რეგისტრირებული ფაქტები81344
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, რატომ არ იყო ეგნატე ხრამელაშვილის მიერ დაბეჭდილ წიგნებზე სტამბის სახელი და თარიღი აღნიშნული. იოსებ მერკვილაძემ უპასუხა, რომ კორექტურას ავტორი ასწორებდა და თავად არაფერ შუაში იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამგეობამ დაადანაშაულა მისი ანდერძის საწინააღმდეგო ქმედების გაწევაში. მან ოთხჯერ მიიწვია გამგეობა სამედიატორო სასამართლოში ბრალეულობის გასარკვევად, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ეღირსა თუ რატომ ადანაშაულებდა მას. მერკვილაძემ ოფიციალურ სასამართლოს არ მიმართა, რადგან არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ერთადერთი ეროვნულ-კულტურული დაწესებულებისათვის – გამგეობისათვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ 1912 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი და მან მისი სიკვდილის შემდეგ განაგრძო სტამბასთან შეთანხმებული წიგნების ბეჭდვა. სულ 12000 ცალი წიგნი დაბეჭდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ განსვენებული ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილისაგან 1912 წლის აპრილში იყიდა კრებული და მისი I ნაწილი 600 ცალი დაბეჭდა. სხვა დანარჩენი წიგნები ხრამელაშვილის თანხმობით ციხის სტამბაში შეუკვეთა დასაბეჭდად, სადაც მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო წიგნების დაბეჭდვა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას ბევრი საკითხავი წიგნი გამოეცა და, იმავდროულად, მტკიცედ დაეცვა აკადემიური ენა. შანშიაშვილის ეს მოსაზრება კრებამ საყურადღებოდ მიიჩნია.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მისი სახელმძღვანელო წიგნების ანგარიში საზოგადოების ანგარიშიდან გამოყოფილად, ცალკე უნდა დაბეჭდილიყო და სწორედ ამიტომ იყო ორი ანგარიში ერთი თარიღით შედგენილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნიდან – „დედა ენიდან“ საჭირო იყო ამოეღოთ სასულიერო-ზნეობრივი ნაწილი, რათა იგი ერთნაირად გამოსაყენებელი ყოფილიყო მართლმადიდებელი, ებრაელი და მაჰმადიანი ქართველისთვის. მსგავსი შესწორება იაკობ გოგებაშვილის ანდერძის საწინააღმდეგო ქმედება არ იქნებოდა და თავად წიგნიც არ შებღალავდა რელიგიურ გრძნობებს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მის სახელმძღვანელოებში შესწორების ან ცვლილების შეტანა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ გამგეობის წევრების 3/4 იქნებოდა ცვლილების მომხრე. აქედან გამომდინარე, ეს აკადემიური შრომა გამგეობისთვის უნდა დაევალებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ილია რუხაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესასწორებლად გარეშე პირები მიეწვიათ და გაწეული სამსახურისთვის ჯილდო დაენიშნათ. მისი აზრით, მსგავსი კონკურსის გამოცხადება საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. კრებამ რუხაძის წინადადება საყურადღებოდ მიიჩნია.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელებში ბევრი შეცდომა და ყალბი ადგილი იყო, რაც ცუდ გავლენას ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამიტომსაჭირო იყო პედაგოგებისა და სპეციალისტების კომისიის შექმნა „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შესასწორებლად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრმა არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლო დადგენილება გამოეტანა ან სურვილი გამოეთქვა მხოლოდ ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც მათი ორგანიზაციის მოქმედების ფარგლებს არ სცილდებოდა და არა მაგალითად, განესაზღვრა და ცვლილება შეეტანა შემომწირველთა მოქმედება-სურვილებში. ჯაჯანაშვილის აზრს დაეთანხმა გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო საწევრო გადასახადის ერთ მანეთამდე შემცირება, რის შემდეგაც მისი გადახდა მუშას და წვრილ ბურჟუას არ გაუჭირდებოდა. ამით კი საზოგადოების წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდებოდა და შემოსავალი მოიმატებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქის განყოფილებები საწევრო გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ. ასევე, სანამ რეფორმას ხალხი დაიწყებდა უმჯობესი იყო თავად საზოგადოების წევრებს მიეღოთ ცვლილება და საწევრო გადასახადი ერთი მანეთით შეემცირებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ორი მილიონ-ნახევარი ქართველიდან მხოლოდ სამიათასი რომ იღებდა კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობას ეს მხოლოდ საზოგადოების წევრების კარჩაკეტილობით იყო განპირობებული. მათ ხალხისთვის გზა უნდა გაეხსნათ, აქტიურობის საშუალება მიეცათ და საქმე მაშინვე გამოცოცხლდებოდა, წარმატების ელფერი მიეცემოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მეორე ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ხალხს კი არ უნდა ემართა საკუთარი საქმე, არამედ თავად წევრებს უნდა ემსახურა მათი სურვილებისთვის, რასაც კიკალიშვილი მცდარ აზრად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ერთი ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აცხადებდა, რომ საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის, რასაც გამგეობაც ეთანხმებოდა. თავად კიკალიშვილი ამ პოზიციას არ იზიარებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლების გეგმა განხორციელებული იყო. იქ ხალხს განათლება ჰქონდა მიღებული და თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებას ითხოვდნენ. მათ, როლებსაც გააზრებული ჰქონდათ უფლებები დამოუკიდებლად შეძლებდნენ საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას. აქედან გამომდინარე, საწევრო გადასახადის შემცირება და ახალი წევრების მიღება აღარ იყო საშიში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევქტო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი რამდენჯერაც დაისვა კრებაზე იმდენჯერვე უარყოფითად გადაწყდა. საზოგადოების წევრებს შორის ორი განსხვავებული პოზიცია არსებობდა: ერთნი ემხრობოდნენ შემცირებას, მეორენი – არა.