რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ხუთმოქმედებიან დრამაში „ცოლი-მეუღლეში“ მთავარი პერსონაჟის გიორგი ბედკრულიძის როლს ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე ხუთმოქმედებიან დრამაში „ცოლი-მეუღლეში“ მთავარი პერსონაჟის გიორგი ბედკრულიძის ცოლის როლს ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს მ. ლეონიძისა ხუთმოქმედებიან დრამაში „ცოლი-მეუღლეში“ მთავარი პერსონაჟის გიორგი ბედკრულიძის დედის როლს ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ხუთმოქმედებიან დრამაში „ცოლი-მეუღლეში“ მთავარი პერსონაჟის გიორგი ბედკრულიძის მეგობრის როლს ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს არწრუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „რას ვეძებდი, რა ვიპოვეს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 ოქტომბერს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა ხუთმოქმედებიან დრამაში „ცოლი-მეუღლეში“ გენერლის როლს ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში დივერტისმენტზე ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ლექსებს წაიკითხავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს არწუნისეულ თეატრში დივერტისმენტზე ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა ქართულ სიმღერებს იმღერებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს არწრუნისეულ თეატრში ერთმოქმედებიან ვოდევილს „სუსტ მხარეს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მელიქიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, აქვსენტი ანტონის ძე ცაგარელი და კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისი გაიმართა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ საინტერესო იქნებოდა გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედიის „ხათაბალის“ წარმოდგენა, რადგან კოტე დიმიტრის ძე ყიფიანისა და ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ ნათამაშებ გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვის როლს ერთმანეთს შეადარებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საბლინ-დოლსკის ბენეფისზე თაყვანისმცემლებმა საჩუქრები და ყვავილები მიართვეს. თეატრიდან სახლამდე გზა ყვავილებით მოურთეს და პატივისცემის ნიშნად სახლში დიდი ვახშამი გაუმართეს.