რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მირიან ბურჭულაძემ სათეატრო მუზეუმს ხონის 1911 წლის საზაფხულო სეზონის 9 აფიშა და 1 პროგრამა აჩუქა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში დავით აკოფაშვილი და მ. ღვინიაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში ქიზიყში ადგილობრივმა გავლენიანმა პირებმა სვიმონ ფაშალიშვილს სალიტერატურო საღამოს გამართვა დაუშალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სოფიო ეპიტაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს 20 აფიშა და 2 პროგრამა შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში გიგო გელიკურაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს შესწირა 340 აფიშა და 260 პროგრამა იმ წარმოდგენებისა, რომლებშიც 30 წლის მანძილზე თვითონ მონაწილეობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მასწავლებელმა ნატალია ბასილაშვილმა დუშეთის სცენისმოყვარეთა წრეს 12 წიგნი (პიესების კრებულები) შესწირა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 30 ივნისს ხიმშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ ბესარიონის ძე ნასარიძე გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 ივნისს ხონის დრამატულმა საზოგადოებამ ზაფხულის სეზონი დაიწყო, წარმოადგინეს შალვა დადიანის „შენი ჭირიმე“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“, რომელთა რეჟისორი იყო ალექსანდრე ყალაბეგიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1913 წელს იაკობ გოგებაშვილის 3500 წიგნი გაიყიდა. ამ წიგნებიდან საზოგადოებამ 11332. 54 მანეთის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად საჭირო სამუშაოს დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა სთხოვა. თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზისა და ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილის შემოწირული თანხის (700 მან.) ნაწილი, 400 მანეთი, თელავის განყოფილებას გადაეცემოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.